ფელიქს მაგათი: ტიაგო ალკანტარა ხოსეპ გვარდიოლას მთავარი პრობლემა გახდება

AutoSharing Option
ფელიქს მაგათი, რომელიც ერთ დროს მიუნხენის "ბაიერნს" წვრთნიდა, აცხადებს, რომ მალე შეიძლება ხოსეპ გვარდიოლამ ინანოს, რომ თანამემამულე ტიაგო ალკანტარა შეიძინა.

"ესპანელმა სპეციალისტმა ესპანელი ფეხბურთელი შეიძინა, რა თქმა უნდა, ეს პრობლემას დაბადებს. ან ტიაგოს თანაგუნდელები იქნებიან უკმაყოფილო, რომ ალკანტარა მუდამ თამაშობს, ან "ბაიერნის" ფანები გაუხსენებენ პეპს ალკანტარაში გადახდილ მილიონებს. არადა, გვარდიოლას მართლა შეეძლო ამ სახის სიტუაციისთვის თავი აერიდებინა", განაცხადა მაგათმა, რომელიც 2004-2007 წლებში წვრთნიდა გერმანულ გრანდს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ტიაგო ალკანტარა "ბაიერნმა" "ბარსელონასგან" 20 მილიონ ევროდ შეიძინა.

"მას რომ უკვე
გამოცდილი ფეხბურთელი შეეძინა, რომელსაც თავისი დამტკიცებული აქვს, პრობლემაც არ იქნებოდა ახლა კი დიამეტრალურად განსხვავებული სიტუაციაა"
, - ამბობს მაგათი, რომელიც მიიჩნევს, რომ გვარდიოლა ვერ გააუმჯობესებს "ბაიერნს", რადგან ეს შეუძლებელია:

"პეპმა ჩაიბარა გუნდი, რომელმაც ყველაფერი მოიგო. ასე რომ, არავინ მეგულება ვისაც ასეთ სიტუაციაში გუნდის გაძლიერება შეუძლია. შარშანდელი სეზონის "ბაიერნი" ისტორიაში საუკეთესო გუნდი იყო".

ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლამ ტიაგო ალკანტარას სახეში სილა გააწნა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული