"ბარსელონამ", შესაძლოა, მარკო ვერატი შეიძინოს

AutoSharing Option
ამ ზამთარს "ბარსელონამ" შეიძლება მარკო ვერატი იყიდოს. 23 წლის იტალიელი პსჟ-ში ბედნიერი ვერ არის. უნაი ემერის ხელში ის აღარ არის პარიზული გრანდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და სულ უფრო ხშირად უწევს სკამზე ჯდომა.

ვერატი უკმაყოფილებას ღიად აფიქსირებს. ფრანგი ჟურნალისტები ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის შელაპარაკების დეტალებზეც წერენ. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ვერატიმ ემერის საჯაროდ მოსთხოვა ახსნა-განმარტება იმაზე, თუ რატომ არ თამაშობს. მოგვიანებით, ესპანელი მწვრთნელი იძულებული გახდა, ჟურნალისტებისთვის ამ თემაზეც ეპასუხა.

"ნორმალურია, როცა ფეხბურთელი გაბრაზებულია. ეს ნიშნავს, რომ მას თამაშის მოტივაცია აქვს. ყველას უნდა
მოედანზე რაც შეიძლება დიდხანს ყოფნა, მაგრამ იქ მხოლოდ 11 კაცის გაყვანა შემიძლია და მათი შერჩევა მხოლოდ მწვრთნელის კომპეტენციაა. ჩემი გადაწყვეტილებები კი მხოლოდ გუნდის ინტერესებითაა ნაკარნახევი", - უთხრა ემერიმ მედიას.

ბარსელონაში გამომავალი "დიარიო სპორტის" ინფორმაციით, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და თუ პარიზიდან ვერატის აბარგება გარდაუვალი გახდა, ეგრევე შესთავაზებს საკუთარ პირობებს პსჟ-საც და თავად ფეხბურთელსაც.
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ეგ იქნება მე 900 ე ნახევარმცველი გუნდში. სისულელეა. თუ ამის დონის ნახ.მცველი უნდოდათ, შეშვებოდნენ დენის სუარესს და ანდრე გომეშს და მაგ ორის ფასად ერთი წესიერი ეყიდათ. პოგბას თუ ვერ შეწვდნენ ეყიდათ ეს ან კოკე. ბოლო ბოლო გიუნდოგანი რომელიც გომეშზე იაფი დაუჯდა სიტის და + მაგას სუფთა ბარსას სტილია გომეში კიდე ქაჯივით დარბის მოედანზე და ვერ პოულობს თავის ადგილს
coco
18:14 30-10-2016
0

სიახლეები პოპულარული