კრიშტიანო რონალდო: მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ შემტევ კრიშტიანო რონალდოს თქმით, მას კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ფეხბურთელის განცხადებით, გადაწყვეტილი აბავია ისიც, რომ 9 აგვისტოს, სუპერთასის შეხვედრაში "სევილიას" წინააღმდეგ ის მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა.

"9 აგვისტოს სუპერთასზე ნამდვილად არ ვითამაშებ, რადგან მხოლოდ 10 რიცხვში შევუდგები ვარჯიშებს.

ახალი კონტრაქტი? ფლორენტინო პერესს ტელეფონით ვესაუბრე და როგორც კი მადრიდში დავბრუნდები, ამ საკითხზე კიდევ დავილაპარაკებთ. ცხადია, მე მსურს მისი გახანგრძლივება.

"ოქროს ბურთის" ბედი ჩემზე არაა
დამოკიდებული, თუმცა ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიოინატი მოვიგე, ამიტომ კარგი შანსები მაქვს ისიც მოვიგო", - ციტირებს პორტუგალიელს ესპანური AS-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული