"სიტიმ" "რეალი" გაანადგურა, მადრიდელები მანჩესტერელებს მილიონჯერ ჩამორჩებიან" - პოლ მერსონი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში "რეალმა" "მანჩესტერ სიტი" თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:3 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

"არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად სპორტულმა ჟურნალისტმა პოლ მერსონმა Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა "სიტიმ" დაიმსახურა, თუმცა "რეალს" გაუმართლა.

"მატჩის შედეგი სამარცხვინო იყო, "სიტი" "რეალთან" ისე გამოიყურებოდა, როგორც ამას "ლუთონთან" აკეთებს ხოლმე.

"რეალი" მომდევნო ეტაპზე გამართლების ხარჯზე გავიდა, ისინი უბრალოდ განადგურდნენ.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური მატჩი, რაც კი ოდესმე მინახავს. ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ერთი გუნდი დომინირებდა.

"ბლანკოსი" "ქალაქელებს" მილიონჯერ
ჩამორჩება", - განაცხადა მერსონმა.

 

altმერსონი - გვარდიოლაზე: როგორ შეიძლება იყო საუკეთესო მწვრთნელი, როცა 22-ქულიანი ჩამორჩენა გაქვს?

მკითხველის კომენტარები / 18 /
ბარსამანია ტოკამს, როგორ თუ რეალმა გააღწია და ბარსას ააცმეინეს :| :))))
დათო
21:29 19-04-2024
2
მაგრად ვიცინე, ლუზერების სტატია)))))
წააგე, წადი სახლში როგორც ბარსა
მეგრელი
20:22 19-04-2024
2

სიახლეები პოპულარული