სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
რას ამბობენ რონალდო და მესი ერთმანეთზე - ჩვენ მტრები არა ვართ, ეს ტყუილია
AutoSharing Option
16:04 21-01-2016
ბევრი დავა შეიძლება და საჭიროც არის, ვინ სჯობს - ლიონელ მესი თუ კრიშტიანო რონალდო. მედიაში ხშირად წერენ, რომ ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთთან ურთიერთობა საერთოდ არ აქვთ. ამ დროს ორივე ბოლო თვეებია, უარყოფს ამ ჭორებს. ვნახოთ მათი ფრაზები.

კრიშტიანო ლეოზე
"ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს, თუმცა ისედაც კარგი ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროა, რომ ბევრი ფიქრობს ჩვენზე, რომ მტრები ვართ. ეს ასე არ არის, ტყუილია. "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალის წინ მესის და ნეიმარს ინგლისურიდან მე ვუთარგმნიდი, შემდეგ კი ვუთხარი, რომ მათ ჩემი მართებთ ამ მომსახურების სანაცვლოდ", - 18.01. 2016

"მე და მესი უკვე 8 წელიწადია, ევროპულ ფეხბურთში ვდომინირებთ. ასეთი რამ ადრე არასოდეს ყოფილა მსოფლიო ფეხბურთში, ჩვენ პირველები ვართ. სიმართლე გითხრათ, გასული სეზონი ჩემთვის კარიერაში საუკეთესო იყო, მე ევროპის ბომბარდირი გავხდი, მაგრამ "ოქროს ბურთს", როგორც წესი, იმას აძლევენ, ვისაც მეტი ტიტული აქვს. ამის გამო მესი მჯობნის. ასე რომ, ის "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში ფავორიტია", - 13.11.2015

"ჩემთვის მაინც მთავარი გუნდური მიღწევებია, მაგრამ არ მოვიტყუები - ძალიან გამიხარდა, რომ მესის ჩემპიონთა ლიგაზე გოლების რიცხვით გადავუსწარი. ეს განსაკუთრებული მომენტია ჩემთვის და შევეცდები, ლეოს პირველობა აღარ დავუთმო", - 16.09.2015

"მე და მესი ისე ვართ, როგორც ძვირფასი სარბოლო ავტომობილები. ყველა სიამოვნებით გვიყურებს და ამაში დიდ ფულს ხარჯავს. ალბათ, მე "ფერარი" ვარ, ხოლო ლეო "ბენტლია". მაგრამ არ გეტყვით, რატომ ავირჩიე "ფერარი", ეს საიდუმლოა", - 12.08.2015

"მე ლეოს ცაციის მშურს, რადგან მას ჩემზე უკეთესი ცაცია აქვს. სამაგიეროდ, მარჯვენა ფეხით ფეხბურთის თამაში უკეთ შემიძლია. ასე რომ, საწუწუნო არაფერი მაქვს", - 11.01.2015.

ლეო რონიზე
"მე და რონალდოს ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ კოლეგები ვართ. ყოველდღიურად ვერ ვიურთიერთებთ, ჩვენ ხომ სხვადასხვა გუნდში ვთამაშობთ, თუმცა ჩვენ ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემა და აღფრთოვანება
You must have Flash Player installed in order to see this player.
გვაკავშირებს. ამას ყოველთვის ვავლენდით კიდეც. არ ვიცი, რატომ ხდება ეს, მაგრამ ბევრი ვერ ამჩნევს ამას", - 12.01.2016

"შური? მიმაჩნია, რომ შური ცუდი თვისებაა და ნორმალურ ადამიანს არ უნდა ახასიათებდეს, მაგრამ კრიშტიანო რონალდოს უამრავი თვისება აქვს, რომლითაც შეიძლება აღფრთოვანდე. ბევრ ფეხბურთელს სურს იყოს მასავით ძლიერი", - 10.01.2016

"დაიმსახურა თუ არა კრიშტიანომ "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა შორის მოხვედრა? რა თქმა უნდა! გამიგებთ, ალბათ, რომ ვთქვა, ჩემი ნება რომ იყოს, მესამე კანდიდატი ლუის სუარესი იქნებოდა, მაგრამ კრიშტიანო დიდი ფეხბურთელია", - 15.12.2015

"მე არასოდეს ვედრები რონალდოს და ვფიქრობ, არც კრიშტიანო მედრება მე. ჩვენ ხომ ჩოგბურთს არ ვთამაშობთ, სადაც ბრძოლა ერთი-ერთზეა. ფეხბურთი გუნდური სახეობაა. მოედანზე გავდივარ "ბარსელონას" ან არგენტინის ნაკრების დასახმარებლად და არა იმისთვის, რომ რონალდოზე უკეთესი ვიყო", - 22.10.2015

"ვუყურებ თუ არა "რეალის" თამაშებს? კი, რადგან კონკურენტია. მომწონს თუ არა რონალდოს თამაში? აბა, როგორ? ის ხომ დიდებული ფეხბურთელია. შესაძლოა, ზოგ სათამაშო ეპიზოდში მე სხვანაირად განმესაჯა და სხვა გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ ეს უკვე ინდივიდუალურია - მე მე ვარ, რონალდო კი რონალდოა", - 02.09.2015.

"არ ვდავობ, ვინ უკეთესია, მე თუ რონალდო, რა მნიშვნელობა აქვს ბოლოს და ბოლოს? რონალდო ძალიან ბევრ შრომას აქსოვს იმისთვის, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყოს. ჩემთვის მთავარია, "ბარსელონამ" ტიტულები მოიგოს და "რეალი" დაამარცხოს ხოლმე", - 24.07.2015.

მესი VS რონალდო
2015/16 წწ. სეზონი
თ. გ. პ. - თ. გ. პ.
23 19 8 ყველა შეჯ. 26 27 10
14 10 4 ლა ლიგა 20 16 7
3 3 1 ჩემპ. ლიგა 6 11 3
6 6 3 სხვა 0 0 0

სულ (რაც რონალდო "რეალშია")
344 351 127 ყველა 326 340 94
220 242 89 ლა ლიგა 220 241 71
69 63 16 ჩემპ. ლიგა 69 73 18
55 46 22 სხვა 37 26 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გიორგი
11:02 22-01-2016
ოტტო შენ ალბათ ახლოს იცნობ ხო ორივე ფეხბურთელს?
ოტტო
19:10 21-01-2016
მესი თავმდაბლობით და ერთგულებით გამოირჩევა,კრიშტიანო კი ქედმაღალი და არამუდმივია...