თანაგუნდელებთან საუბრის შემდეგ, ნეიმარის "ბარსელონაში" დარჩენის შანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა

AutoSharing Option
თუ კატალონიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ბოლო რამდენიმე საათში, ნეიმარის "ბარსელონაში" დარჩენის შანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

RAC1-ის მიერ გავრცლებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნეიმარმა "პარი სენ ჟერმენში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, საქმეში "ბარსელონას" ფეხბურთელები ჩაერთვნენ. იმავე წყაროს ცნობით, თანაგუნდელებთან გასაუბრების შემდეგ, ნეიმარის "ბლაუგრანაში" დარჩენის შანსი უფრო დიდია, ვიდრე წასვლის. გამოცემა, რომელიც ბოლო დღეებში ბრაზილიელის წასვლის შანსს 95%-ით აფასებდა, ახლა მიიჩნევს, რომ ფეხბურთელი 80%-ით "ბარსელონაში" დარჩება.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენი" მზადაა ნეიმარის გამოსასყიდი თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული