ლუკა მოდრიჩმა აზრი შეიცვალა და ხამესის ნომერი აირჩია

AutoSharing Option
"რეალის" ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, მომდევნო სეზონიდან, 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

დაახლოებით 2 კვირის წინ, მოდრიჩმა, Marca-სთან ინტერვიუში განაცხადა: "2-3 წლის წინ ვიტყოდი, რომ "რეალში" 10-ნომრიანი მაისური მინდა, მაგრამ ახლა ეს განზრახვა არ მაქვს. 19 ნომერი მომწონს და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ."

31 წლის შუახაზელმა აზრი მაინც შეიცვალა. დღეს, "რეალის" ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებული შემადგენლობა გამოქვეყნდა, სადაც მოდრიჩს 10 ნომერი აქვს მინიჭებული.

გასულ სეზონში, "რეალის" 10-ნომრიანი მაისურით ხამეს როდრიგესი თამაშობდა, რომელიც მადრიდელებმა მიუნხენის "ბაიერნში" 2 წლით გაანათხოვრეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული