ხამეს როდრიგესმა "ბაიერნში" გადასვლამდე "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ხამეს როდრიგესს, რომელიც მიუნხენის "ბაიერნში" 2 წლით გაანათხოვრა, კონტრაქტი გაუხანგრძლივა.

"ბაიერნი" და "რეალი" შეთანხმდნენ, რომ ხამესი მომდევნო 2 წლის განმავლობაში მიუნხენურ გუნდში ითამაშებს. "რეკორდმაისტერი" ფეხბურთელის ხელფასს, წელიწადში 10 მილიონს გადაიხდის და გერმანელებს კოლუმბიელის 60 მილიონად გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

- ოფიციალურად: ხამეს როდრიგესი "ბაიერნში" ითამაშებს

"რეალმა" კი გადაწყვიტა, თავი დაიზღვიოს იმ შემთხვევისთვის, თუ "ბაიერნი" ხამესს არ გამოისყიდის. ასეთ შემთხვევაში, მადრიდში დაბრუნებული ფეხბურთელის კონტრაქტს მოქმედების 12 თვე ექნებოდა დარჩენილი. ეს კი, საჭიროების შემთხვევაში, მის სარფიანად გაყიდვას გაართულებდა.

"სამეფო კლუბის" წარმომადგენლებმა
ხამესის "ბაიერნში" გაშვებამდე მისი ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივეს. ეს ნიშნავს, რომ ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნების შემთხვევაში, სამხრეთამერიკელს კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი ექნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული