ლა ლიგა. ბოლო ტური: ჩემპიონობა 2012 წლის მერე... [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო" და "სევილია" (პლეი ოფში) ითამაშებენ. "ვილიარეალი" და "რეალ სოსიედადი" - ევროპალიგაზე, მესამის ბედი თასის ფინალში გაირკვევა. ელიტიდან გავარდნენ ხიხონის "სპორტინგი", "ოსასუნა" და "გრანადა". ჯერ მხოლოდ "ლევანტეს" გადმოსვლაა ოფიციალურად გაფორმებული.

მადრიდის "რეალმა" ისე დაიწყო და დაასრულა ჩემპიონატში, რომ ყველა ტურში შეძლო გოლის გატანა, თუმცა ესეც არ იკმარა და ზინედინ ზიდანის გუნდს აგერ, უკვე 64 მატჩია, თითოეულ თამაშში გააქვს გოლი, ეს კი ტოპ-5 ლიგის რეკორდია.

"მალაგას" 2:0 ძლევით, "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ისე მოიპოვა, "კამპ ნოუსკენ" არც
გაუხედია, კრიშტიანო რონალდომ და ქარიმ ბენზემამ ერთი წამითაც არ შეაპარვინეს ვინმეს ეჭვი "რეალის" ჩემპიონობაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასე რომ, საკმაოდ უცნაური მატჩი ბარსელონაში, რომელიც საბოლოოდ ექსჩემპიონმა მაინც მოიგო (4:2), სატურნირო თვალსაზრისით, უინტერესო გახდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იცით, რამდენი ხანია "რეალი" ჩემპიონი არ გამხდარა? 2012 წლის მერე! ხუთი წლის მერე ტიტული "სამეფო კლუბსაც" ერგო, რომელიც 33-ეა მისთვის ("ბარსა" 24-ჯერ გახდა ჩემპიონი).

"ატლეტიკო" ფერნანდო ტორესის დუბლით დაემშვიდობა "ვისენტე კალდერონს", ბოლო გოლი კი ამ სტადიონზე ანხელ კორეამ გაიტანა. მატჩის მერე დიეგო სიმეონემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსად არ მიდის - "ატლეტიკოში" რჩება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოლო ტური
გრანადა-ესპანიოლი 1:2
გოლები: 0:1 ლეო ბაპტიშტაო (3), 0:2 ვეზუ (8 ს. კ.), 1:2 ანდრეას პერეირა (22)
გრანადა (4-2-3-1): ოჩოა - ვეზუ, ლომბანი, ინგასონი, ექტორ ერნანდესი - კრჰინი, უჩე აგბო (77. ჰონგლა) - კუენკა, ანდრეას პერეირა (61. ჟან კარლუშ სილვა), ენტრენა (84. ბოგა) - ადრიან რამოსი
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი - მარკ ნავარო, დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, აარონ მარტინი - ხურადო, ვიქტორ სანჩესი, როკა, პიატი (84. ვიქტორ ალვარესი) - ლეო ბაპტიშტაო (85. ერნან პერესი), ჟერარდ მორენო
მაყურებელი: 10 503

სპორტინგი-ბეტისი 2:2
გოლები: 1:0 დუგლას პერეირა (7), 1:1 რუბენ კასტრო (22), 1:2 რუბენ კასტრო (59), 2:2 კარმონა (79)
სპორტინგი ხ. (4-3-3): კუელიარი - დუგლას პერეირა, ბაბენი, მერე, კანელია - სერხიო ალვარესი, ვესგა, კასესი (65. ჩოპი) - კარმონა, კარლოს კასტრო, ბურგუი (58. ისმა ლოპესი)
ბეტისი (4-2-3-1): დანიელ ხიმენესი - რაფა ნავარო, პეცელა (46. მანდი), ტოშჩა, დურმისი - ბრაშანაცი, პეტროში - ხოაკინი (88. ლეივა), სებალიოსი, სეხუდო (80. ხონას მარტინი) - რუბენ კასტრო
მაყურებელი: 16 201

ლეგანესი-ალავესი 1:1
გოლები: 0:1 კრსტიჩიჩი (64), 1:1 ტიმორი (89)
ლეგანესი (4-2-3-1): შამპანი - ვიქტორ დიასი, ინსუა (46. მანტოვანი), სიოვასი, დიეგო რიკო - ალბერტო, ტიმორი - ელ ჟარი, გაბრიელი (73. ბუენო), შიმანოვსკი (70. ლუსიანო) - გერერო
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - კიკო, ვიგარაი, ფედალი, რაულ გარსია - მარკოს ლორენტე, კრსტიჩიჩი (81. დანიელ ტორესი) - სობრინო (61. ედგარ მენდესი), კამარასა, იბაი გომესი (79. კატაი) - კრისტიან სანტოსი
მაყურებელი: 10 922

დეპორტივო-ლას პალმასი 3:0
გოლები: 1:0 ანდონე (4), 2:0 ანდონე (28), 3:0 ხილი (39)
დეპორტივო (4-2-3-1): როეფი - ლაურე, არიბასი, ალბენტოსა, ფერნანდო ნავარო - გილერმე (72. ბერგანტინიოსი), მოსკერა - ხილი, ჩოლაქი, ოლა ჯონი (58. მარლოს მორენო) - ანდონე (86. ფახრი)
ლას პალმასი (4-1-4-1): რაული - სიმონი, ბიგასი (46. დავიდ გარსია), აიტამი, ლოპეში - მესა - მატეო გარსია, სანტანა, ვიერა, მომო (78. ჰალილოვიჩი) - ხესე როდრიგესი (46. ხავი კასტელიანო)
გაძევება: სანტანა (79. ლას პალმასი)
მაყურებელი: 21 764

სევილია-ოსასუნა 5:0
გოლები: 1:0 ვიტოლო (10), 2:0 ფრანკო ვასკესი (20), 3:0 იოვეტიჩი (35), 4:0 ფრანკო ვასკესი (60), 5:0 ვიტოლო (80)
სევილია (3-4-3): სორია - მარიანო, ლონგლე, ესკუდერო - კრონ-დელი (83. სარაბია), ნ'ზონზი, კრანევიტორი, ვიტოლო - ხოაკინ კორეა, იოვეტიჩი (64. ბენ იედერი), ფრანკო ვასკესი (61. განსო)
ოსასუნა (5-3-2): სირიგუ - ოიერი, მონდრაგონი, ვუიადინოვიჩი, კლერკი (74. ბარხა), ბერენგერი - ჩაუშიჩი, რობერტო ტორესი (67. ოლავიდე), ლოე - კოდრო (61. ფუენტესი), რიერა
მაყურებელი: 26 396

ატლეტიკო-ბილბაო 3:1
გოლები: 1:0 ფერნანდო ტორესი (8), 2:0 ფერნანდო ტორესი (11), 2:1 ვილიამსი (71), 3:1 ანხელ კორეა (89)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - თომასი, სავიჩი, საულ ნიგესი, ლუკას ერნანდესი - ფერეირა-კარასკო (70. გაიტანი), ტიაგო (88. ანხელ კორეა), გაბი, კოკე - ფერნანდო ტორესი (64. გამეირო), გრიზმანი
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, ლაპორტი, იერაი ალვარესი, ბალენზიაგა - სან ხოსე, იტურასპე (46. ვილიამსი) - რაულ გარსია (67. სუსაეტა), ბენიატი (74. მიკელ რიკო), მუნიაინი - ადურისი
მაყურებელი: 52 314

ვალენსია-ვილიარეალი 1:3
გოლები: 0:1 სოლდადო (1), 1:1 ნანი (54), 1:2 ტრიგეროსი (58), 1:3 სანსონე (88)
ვალენსია (4-2-3-1): ხაუმე - მარტინ მონტოია (70. ელ ჰადადი), მანგალა, ადერლან სანტოსი, გაია - სოლერი, პარეხო - კანსელო, როდრიგო (80. მინა), ნანი (85. ბაკალი) - ძაძა
ვილიარეალი (4-4-2): ანდრეს ფერნანდესი - მარიო გასპარი, ბონერა, ალვარო გონსალესი, ხაუმე კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი, ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, რობერტო სორიანო (74. სანსონე) - ბაკამბუ (87. როდრიგო ერნანდესი), სოლდადო (68. ადრიან ლოპესი)
მაყურებელი: 33 587

სელტა-სოსიედადი 2:2
გოლები: 1:0 ასპასი (54-პენ), 1:1 ოიარზაბალი (82), 2:1 ჰიულსაგერი (90), 2:2 ხუანმი (94)
სელტა (4-2-3-1): სერხიო ალვარესი - რონკალია, კაბრალი, ფონტასი, ხონი - მარსელო დიასი, პაბლო ერნანდესი - ვასი (70. ჰიულსაგერი), ასპასი, სისტო (84. შეიხი) - გუიდეტი (46. ხოსაბედი)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, არიც ელუსტონდო, ინიგო მარტინესი, ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა - ველა (55. კანალესი), ვილიან ჟოზე (65. ხუანმი), ოიარზაბალი (88. ოლა ჯანი)
მაყურებელი: 14 188

ბარსელონა-ეიბარი 4:2
გოლები: 0:1 ინუი (7), 0:2 ინუი (61), 1:2 ჟუნკა (63 ს. კ.), 2:2 ლუის სუარესი (73), 3:2 მესი (73-პენ), 4:2 მესი (92)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო (46. ანდრე გომეში), მარლონი, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი (71. ალკასერი), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი
ეიბარი (4-4-2): იოელი - კაპა, ლეჟონი, არბილია, ჟუნკა - პენია (68. პედრო ლეონი), ესკალანტე (83. რივერა), დანი გარსია, ინუი - ენრიჩი (76. გალვესი), კიკე
გამოუყენებელი პენალტი: მესი (69)
გაძევება: კაპა (75)
მაყურებელი: 74 932

მალაგა-რეალი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (2), 0:2 ბენზემა (55)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - მიგელ ტორესი, ლუის ერნანდესი, ვილანუევა, რიკა - რესიო, ნაჩო კამაჩო - კეკო (60. გონსალო კასტრო), ფორნალსი, ხონი (72. დუდა) - სანდრო რამირესი (69. შარლესი)
რეალი (4-3-3): კეილორ ნავასი - დანილო, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო (66. კოვაჩიჩი), კროოსი - ისკო (66. ხამეს როდრიგესი), ბენზემა (73. მორატა), რონალდო
მაყურებელი: 27 855

ბომბარდირი: 37 - ლიონელ მესი (ბარსელონა).
სხვები: 29 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 25 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - იაგო ასპასი (სელტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული