ხუან უსნუე თანახმაა, შეთავაზების შემთხვევაში "ბარსელონა" გაწვრთნას

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სერიოზულად განიხილავს ხუან კარლოს უნსუეს კანდიდატურას. ამის შესახებ Mundo Deportivo იუწყება.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებმა უნსუეს წინასწარ ჰკითხეს, შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდება თუ არა ის წინადადებას. "ბარსელონას" ამჟამინდელი თავკაცის, ლუის ენრიკეს თანაშემწის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. თავად ენრიკე თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

უნსუეს 2010/11 წლების სეზონში "ნუმასნია" გაუწვრთნია, 2012 წელს კი ის სანტარდერის "რასინგში" მუშაობდა.

"ბარსელონას" მწვრთნელობის კიდევ ერთ კანდიდატად მანამდე დასახელებულმა ეუსებიო საკრისტანმა, რომელიც ამჟამად "რეალ სოსიედადს" წვრთნის, განაცხადა, რომ ის კატალონიური
კლუბიდან წინადადებას არ დათანხმდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული