საქართველოს თასი. 1/8 ფინალი: კიდევ სამი გუნდი ცნობილია

AutoSharing Option
26 აპრილს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8-ფინალის სამი მატჩი გაიმართა.

შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა თბილისის "დინამო", რომელმაც მარტვილში წყალტუბოს "სამგურალს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში 2:0 დაფიქსირდა დუშეთშიც, სადაც მესამელიგელმა "შევარდენმა" ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი ლანჩხუთის "გურია" ჩამოიშორა გზიდან.

გორში, "გორისა" და "ნორჩი დინამოს" შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა, 11-მეტრიანების სერიაში კი სტუმრებმა იმარჯვებს - 4:3. აღსანიშნავია, რომ "ნორჩი დინამო" 26-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.

1/8-ფინალური ეტაპის ბოლო და მთავარი დაპირისპირება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე
მოგვიანებით, 20:00 სთ-ზე დაიწყება - "ტორპედო" "სამტრედიას" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ოთხი მერვედფინალური მატჩი წინა დღეს, 25 აპრილს გაიმართა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება საჩხერის "ჩიხურამ", გორის "დილამ", "რუსთავმა" და ხონის "იმერეთმა" მოიპოვეს.

- საქართველოს თასი. 1/8-ფინალი: მესამელიგელი მეოთხედფინალში!

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი
26 აპრილი
მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა"
სამგურალი-დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 ბექა მიქელთაძე (30), 0:2 ბაჩანა არაბული (52).

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
გორი-ნორჩი დინამო 0:0 (პენ, 3:4)
გაძევება: ზურაბ ძამსაშვილი (26, ნორჩი დინამო)

დუშეთი, სპორტ-კომპლექსის სტადიონი
შევარდენი 1906-გურია 2:0
გოლები: 1:0 გურამ მაღალდაძე (20), 2:0 ბექა მუმლაძე (90).

ქუთაისი, "რამაზ შენგელია", 20:00
ტორპედო-სამტრედია
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, დ. სანოძე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თენგიზ ბურჯანაძეზეე თამაშები ხოო არ ტარდებოდა და უკვე დართეს ნებართვა ? მორჩა რეკონსტრუქცია ?
lashari
22:00 26-04-2017
0
გურიას მალადეც, გაისად მესამეში,შემდეგ რეგიონალურში.ამას ჯობია სტადიონზე დავთესოთ გოგრა ტრიბუნებზე კარგად ავა თან მზეც ხო კარგად ანათებს და მოსავალიც კარგი იKნება ფეხბურთელებიც დაისვენებენ და ჩვენც არ ვინერვიულებთ.
vako
20:46 26-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული