მიქელთაძემ სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - "ნიუკასლი" ფინალური სერიებისთვის იბრძვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრალიის A ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში "ნიუკასლ ჯეთსი" საკუთარ მოედანზე "ვესტერნ იუნაიტედს" დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში ერთადერთი გოლი ბექა მიქელთაძემ გაიტანა.

25 წლის ქართველი ფორვარდი ნიუკასლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა. გოლის გატანა 33-ე წუთზე მოახერხა - სტუმრების კარში დანიშნული პენალტი ზუსტად და აუღელვებლად შეასრულა. ბექა დარცმელია "ჯეთსის" სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 71-ე წუთზე გავიდა.

მიქელთაძემ მიმდინარე ჩემპიონატში მე-5 გოლი გაიტანა. ქართველების გუნდმა 18 ტურის მერე 24 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა და ფინალურ
სერიებში მოსახვედრად იბრძვის. მომავალ მატჩში "ნიუკასლი" გასვლაზე, "ველინგტონ ფენიქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

altმიქელთაძემ A ლიგაში შესანიშნავი გოლი გაიტანა [VIDEO]

altსაკუთარი ნახევრიდან ირბინა და დამატებულ წუთებზე თავის გუნდს მოაგებინა - მიქელთაძის ლამაზი გოლი ავსტრალიაში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული