ქართველების გამოხმაურება Biletebi.ge-ს ბოდიშზე: შარჟების კრებული [VIDEO]

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის ბილეთები ინტერნეტის მეშვეობით ქართველი ქომაგისთვის აღარ გაიყიდება.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბილეთები სალაროებში გაიყიდება.

ბილეთები ინტერნეტის მეშვეობით Biletebi.ge-ს უნდა გაეყიდა, თუმცა თავდაპირველად დაანონსებული თარიღის შემდეგ აღნიშნულ პორტალზე ტექნიკური ხარვეზები არ წყდებოდა, რაც გულშემატკივრებში გაღიზიანებას და აღშფოთებას იწვევდა.

საბოლოოდ, Biletebi.ge-მ ვერ უზრუნველყო ბილეთების გაყიდვა და 30 ივნისს საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ბოდიში მოიხადა:

"დღის განმავლობაში არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო, კერძოდ, რიგის მართვის არასწორი მუშაობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეწყდეს ინტერნეტგაყიდვები. ველოდებით უეფას პასუხს.

გიხდით
ბოდიშს.."

გაღიზიანებული და შეწუხებული ქართველი ქომაგის რეაქცია კი არაერთგვაროვანი იყო ამ პოსტის მიმართ.

გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას ამ პოსტის მიმართ, რომელმაც ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო ინტერნეტმომხმარებლისგან.

აქვე გთავაზობთ რამდენიმე დამონტაჟებულ ვიდეოს, რომელიც ასევე ზემოთ დაწერილ პოსტს მიეძღვნა.
იხილეთ ვიდეო [შეიცავს უცენზურო ლექსიკას]

Sportall.Ge

იმან კი, ვისაც ნერვებმა უმტყუნა, ინტერნეტში Biletebi.ge-ს განადგურების ხერხსაც მიაგნო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მორიგი შარჟი: "უბილეთოდ დარჩენილი მესამე რაიხი" [შეიცავს უცენზურო ლექსიკას]



ასევე იხილეთ:
ინტერნეტში biletebi.ge-ს შარჟი-საიტი ocheredi.ge გაჩნდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
მესამე რაიხი ყველაზე მაგარია :D
ესპანელი ბიძაც კარგია :D
franio
20:33 01-07-2015
0
მესამე რაიხმა დაგლიჯა!!! ბრავოოოო!!!
უკომენტაროდ
18:38 01-07-2015
0

სიახლეები პოპულარული