ინტერნეტში biletebi.ge-ს შარჟი-საიტი ocheredi.ge გაჩნდა

AutoSharing Option
ინტერნეტში biletebi.ge-ს შარჟი-საიტი ocheredi.ge გაჩნდა.

აღნიშნულ საიტზე შესვლისას ინტერნეტ-მომხმარებელს შემდეგი ტექსტი  ხვდება:

"თქვენ მოხვდით ოჩერედების მართვის ავტომატურ სისტემაში.

თქვენ დგახართ ქართულ ოჩერედში, ამიტომ ნომერი არ გჭირდებათ და ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მოხერხებასა და საახლობლო წრის რადიუსზე.

გთხოვთ არ დახუროთ ეს ფანჯარა".

შეგახსენებთ, რომ biletebi.ge-ზე უეფას სუპერთასის ბილეთები დილის 09:00 საათიდან დაიწყო, თუმცა ბილეთების გაყიდვა ხარვეზებით მიმდინარეობს. ბევრი ქართველი მომხმარებელი ჩივის ტექნიკური ხარვეზების გამო.


ამ დროისთვის გაყიდულია 1500-ზე მეტი ბილეთი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული