გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვარ - ინტერვიუ სანდრო ცნობილაძესთან

AutoSharing Option
ცნობილმა ქართველმა სპორტულმა კომენტატორმა სანდრო ცნობილაძემ, რომელიც "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სამსახურიდან დაითხოვა, გაზეთ "რეზონანსს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

შეგახსენეთ, რომ ცნობილაძის სამსახურიდან გაშვების მიზეზი 31 მაისს საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის დროს მის მიერ დაშვებული შეცდომა გახდა. "ფეისბუქში" უკვე გაჩნდა ჯგუფი, სახელად: "სოლიდარობა სანდრო ცნობილაძეს", სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლები მომხდარს აპროტესტებენ.


სანდრო ცნობილაძე: ვადასტურებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" არხიდან გამათავისუფლა.

რეზონანსი:
რა გახდა ამის მიზეზი?

სანდრო ცნობილაძე: ალბათ, იცით ჩემი ცნობილი შეცდომის შესახებ, რომელიც საქართველოს და პორტუგალიის მატჩის დროს დავუშვი და გუნდები ამერია ერთმანეთში. ამ შეცდომის გამო არხმა მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.

რეზონანსი: არ გააპროტესტეთ ტელევიზიის გადაწყვეტილება, რომ სხვა სანქცია დაეკისრებინა, მაგრამ არა არხიდან გაშვება?
სანდრო ცნობილაძე: ეს ყველაფერი მოხდა დღეს, სულ ორი საათის წინ. 16 საათზე დაიწყო სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, რომელიც საათნახევარში დამთავრდა. ანუ დრო არ გასულა იმდენი, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიმეღო. შესაბამისად, არ ვიცი, გამოვთქვამ თუ არა რაიმე პროტესტს არხის გადაწყვეტილების გამო. ამ ეტაპზე პროტესტზე ლაპარაკი ზედმეტია.

რეზონანსი: ანუ თქვენ ეს მედიის საშუალებით გაიგეთ?
სანდრო ცნობილაძე: არა, ტელეკომპანიიდან ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მაცნობეს.

რეზონანსი: თქვენი საკითხის განხილვა რომ იგეგმებოდა, ეს იცოდით?
სანდრო ცნობილაძე: დიახ, ეს ვიცოდი. მეორე დღესვე მქონდა კონტაქტი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენლებთან. ვიცოდი, რომ სადისციპლინო კომიტეტი უნდა შეკრებილიყო და რაღაც გადაწყვეტილება მიეღო. დაახლოებით თარიღიც ვიცოდი, როდის უნდა მომხდარიყო შეკრება.

რეზონანსი: არხის გადაწყვეტილებას სასამართლოში ხომ არ გაასაჩივრებთ?
სანდრო ცნობილაძე: როგორც უკვე გითხარით, დრო ძალიან ცოტაა გასული. აქედან გამომდინარე, ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ახლა გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვიმყოფები.

ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ამიერიდან ჩემს ენერგიას და დროს დავუთმობ საერთაშორისო კომპანია "ჯიდი-თაიმსს", სადაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პარალელურად ვმუშაობდი. საქართველოში მას აქვს სპორტული რადიო "ჯაკო". შესაბამისად, ჩემს ენერგიას მთლიანად მას დავუთმობ.

იაგო ნაცვლიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"
მკითხველის კომენტარები / 29 /
ადრე მართლაც კარგი კომენტატოორები გვყვავდა კოტე მახარაძე ნუგზარ ჯუღელი თემურ ჯაფარიძე ჯამლეთ ხუხაშვილი დღეს რა დაგვემართა ჟერ ჩუმათ თითქოს თავისტვის ლაპარაკობენ მერე ზოგჯერ ენა ემბებათ და ხან რაზე ლაპარაკობენ ხან რაზე თამაშის მიმდინარეობაზე კი ნაკლებად კოტე მახარაძის წაყვანილი რეპორტაჟჟები ხელოვნება იყო თან ცეცხლს აფრქვევდა დღევანდელ კომენტატორებს კი ეძინებათ მიკროფონთან და მსმენელსაც აძინებენ არ შეიძლება მეტი სიცოცხლით კარგად წარმართონ რეპორტაჟები? მე მგონი თუ მოინდომებენ შეძლებენ თუ ვერა გახსნან კომენტატორების სკოლა და ჩამოიყვანონ უცხოელი მასწავლებლები
ემზარი
17:12 01-07-2015
0
ჯობია კომენტატორების გარეშე ვუყუროთ ფეხბურთს. აუტანელია მათი ბლუკუნი.
გელა
16:31 01-07-2015
0

სიახლეები პოპულარული