ლეგიონის უქმეები: ქართული დუელი და არაბიძის გოლი ერთ წუთში [VIDEO]

AutoSharing Option
სულ უფრო მეტი ჩემპიონატი შეუდგა მარათონულ გზას ევროპაში და ქართველ ლეგიონერებზე სათქმელიც მოგვემატა. ჩემპიონატი დაიწყო უკრაინაში...

ამ უქმეებზე უკრაინის მორიგი პირველობა დაიწყო, თუმცა ჩვენ დუბლების ჩემპიონატიც გვაინტერესებს, რადგან დონეცკის "შახტარმა" გიორგი არაბიძე დუბლებში დატოვა. "შახტარის" დუბლებმა 6:0 აჯობეს "ზვეზდას", ხოლო არაბიძე 65-ე წუთზე შევიდა და ერთ წუთში გოლიც გაიტანა. ჩვენებურმა საჯარიმო შეასრულა, შემდეგ კი საგოლე პასიც მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

I ტურში გოლით თავი "კარპატის" ამბროსი ჩაჩუამ გამოიჩინა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, მისმა გუნდმა კი სტუმრად მოუგო "სტალს" - 3:0.

პირველივე ტურში
ვიხილეთ ქართული დუელი - სანდრო კობახიძის "ვორსკლამ" 1:0 მოუგო გიორგი გადრანისა და დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცს". მასპინძელმა კობახიძემ და სტუმარმა ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშეს (ხოჭოლავა გააფრთხილეს).

ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" 3:0 გადაურბინა "ოლიმპიკს" მატჩში, რომელშიც ჩვენებური სათადარიგო იყო.

* * *
პოლონეთში ლაშა დვალის "შლიონსკი" "ლეგიას" ესტუმრა და 0:0 ეთამაშა. ლაშამ 90 წუთი დაჰყო მოედანზე.

პლოცკის "ვისლას" განაცხადში არ ყოფილა გიორგი მერებაშვილი (1:2 სტუმრად "პიატსთან").

* * *
რუსეთის I დივიზიონის III ტურში მამუკა კობახიძის "ნეფტეხიმიკი" მოსკოვის "დინამოს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. ქართველმა მცველმა, რომელიც "რუბინიდან" იჯარით ასპარეზობს, შეუცვლელად ითამაშა.

* * *
ყაზახეთში კახა ცხადაძის "ქაირათმა" შინ 3:1 მოუგო "თარაზს".

შოთა გრიგალაშვილის "ირტიშმა" სტუმრად 2:0 სძლია "ოკჟეტპესს". შოთამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

გოგიტა გოგუასა და ოთარ მარცვალაძის "ორდაბასი" სტუმრად დაუზავდა (0:0) "აქტობეს". გოგუამ შეუცვლელად ითამაშა, მარცვალაძე სათადარიგო იყო.

* * *
ნორვეგიაში გიორგი გოროზიას "სტაბეკი" სტუმრად "ტრომსოს" დაუზავდა - 2:2. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

* * *
დანიაში მათე ვაწაძე "ორჰუსში" კი ირიცხება, მაგრამ არ თამაშობს. არ ყოფილა ის არც "ვიბორგთან" მატჩის (2:1) განაცხადში.

დავით სხირტლაძის (მეორე ტაიმი ითამაშა) "სილკებორგი" შინ 0:2 დამარცხდა "ბრონდბიუსთან".

* * *
ავსტრიის რეგიონალლიგაში ლუკა ძიძიგურმა კლუბი შეიცვალა. ის ახლა "კუფშტაინში" ირჯება. ძიძიგურმა 90 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი შინ "გრიოდიგთან" 0:3 დამარცხდა.

* * *
ესტონეთში "ფლორამ" სტუმრად 4:0 გაანადგურა "ტამეკა". ტალინელთა შორის შეუცვლელად ითამაშა ზაქარია ბეგლარიშვილმა.

* * *
ფინეთის იუკონენლიგაში ირაკლი სირბილაძის (90 წუთი) კპვ "იაროს" ესტუმრა და უგოლოდ (0:0) დაშორდა.

გიორგი ოსიტაშვილის (შესვენებისას შეცვალეს) კტპ-მ სტუმრად 3:1 მოუგო ტპს-ს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ахла даиско варжиши да имитом заменидан
vova
17:15 25-07-2016
0
ისე ჯარიმებს მგონი მესიზე უფრო ხშირად იტანს, ნაკრებში გვჭირდება ეს ბიჭი.
Mindia
12:40 25-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული