ვასილ შტანდერი: გამიკვირდა, საქართველოში ხისტი თამაში რომ უკვირთ

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიაში" ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალის მონაწილე, დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვასილ შტანდერი ჩამოიყვანეს. ის ფლანგის თავდამსხმელია, იყო უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერი.

19 წლის შტანდერმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი მიითვალა. ზაფხულში მან გუნდი ქართველ ბექა ვაჩიბერაძესთან ერთად დატოვა და უკრაინის პირველი ლიგის ბინადარ კომსომოლსკის "გორნიაკ სპორტში" გადავიდა, თუმცა ნოემბერში ეს კლუბიც დატოვა.

"ლელომ" შტანდერთან ინტერვიუ ჩაწერა:

- საქართველოში თქვენი ნახვა ძალიან გაგვიკვირდა...
-
დიდი ხანია, რაც უკრაინიდან წამოსვლა მსურდა. გუნდის პორტუგალიელ მწვრთნელთან ურთიერთობა არ ამეწყო. მათ ჩემი იჯარით გაშვება გადაწყვიტეს. ახლა კი თავად აღარ მსურს არც "შახტარში" და არც უკრაინაში დაბრუნება.

- უკრაინაში სიტუაცია ასე გაუარესდა?
- სამწუხაროდ, ასეა. ჩათვალეთ, რომ უკრაინაში ფეხბურთი აღარ არის. ამას იქაური ფეხბურთის მანკიერებებიც ემატება, რაზეც ახლა ლაპარაკი არ მსურს... მეორე ფაქტორი ისაა, რომ "შახტარში" ახალგაზრდებს დიდად არ ენდობიან. ამიტომ ახალი გუნდის მოძებნა გადავწყვიტე. ამ დროს, აგენტმა საქართველოში თამაში შემომთავაზა და დავთანხმდი. რატომაც არა?!

- გიორგი არაბიძეს იცნობთ?
- არაბიძე მაშინ ჩამოვიდა, როცა მე უკვე წასვლა მსურდა, მაგრამ ერთად რამდენჯერმე ვივარჯიშეთ და ძალიან მომეწონა. მაღალტექნიკური ცაციაა. მიმაჩნია, რომ ძლიერი ფეხბურთელი გაიზრდება.

- დიდხანს გითამაშიათ ბექა ვაჩიბერაძესთან ერთად, წარმატებებსაც ერთად აღწევდით...
- ბექა ჩემი ახლო მეგობარია. სხვათა შორის, გუნდიც ერთად დავტოვეთ. მშვენიერი ნახევარმცველია, მოედანს კარგად ხედავს. სხვათა შორის, წამოსვლამდე ბექას დავეკითხე და მითხრა, რომ საქართველოში გულთბილი ხალხი ცხოვრობს.

Sportall.Ge

- "შახტარის" 19-წლამდელებში იყო ილია იჩუაიძეც. მასზე საერთოდ არაფერი ვიცით...
- ილიას ქართველი მშობლები ჰყავს, მაგრამ უკრაინაში, დნეპროპეტროვსკშია გაზრდილი. იუნიორთა ლიგაში სულ ძირითადში თამაშობდა, მერე კი ჯვარედინი იოგები გაუწყდა, უმძიმესი ტრავმა გადაიტანა... თუმცა მოედანს უკვე დაუბრუნდა. სხვათა შორის, ნიჭიერი მარცხენა მცველია.

- საქართველოში თამაშით რას ელით?
- შევეცდები, გუნდში ადგილი დავიმკვიდრო. აქ ეს იოლი არ იქნება. ბევრი კარგი გუნდი და მოთამაშეა. ისეთ ფეხბურთს თამაშობენ, რომელთან ადაპტაციაც იოლი არ იქნება.

- განსხვავება ტემპშია. საქართველოში ფეხბურთელები ნაკლებს მოძრაობენ და ბევრს ლაპარაკობენ...
- (იცინის) ყველა ქვეყანა თავისებურია. ქართველები კი ემოციურები ხართ... ისე, ფაქტია, რომ "შახტარში" გაცილებით უკეთესი სათამაშო დისციპლინა იყო, ვიდრე ქართულ გუნდებში და მოთხოვნებიც გაცილებით მაღალია. ისიც გამიკვირდა, აქ ხისტი თამაში რომ უკვირთ. არადა, დღეს ფეხბურთი ასეთია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
შენ ფეხბურთელი ხარ თუ უმისამართო ავტობუსი??????
nika
16:40 11-02-2016
0
მალადეც გურიას და რაიონის გამგებელს. ბრავო.
achi 77.
10:40 11-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული