U19. საქართველო-ლიტვა 3:0 - გამარჯვება მეორე ცდაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 სექტემბერს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიტველი თანატოლების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, მეკარესთან პირისპირ გაბრიელ საღრიშვილი დარჩა და მეტოქის კარის აღება აღარ გასჭირვებია. გიორგი ყიფიანის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა განაგრძო და 29-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვა. 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად საღრიშვილმა შეასრულა.

მატჩის მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა და უპირატესობას კვლავ "ჯვაროსნები" ფლობდნენ. საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე
დაფიქსირდა. ნიკა კვანტალიანმა მცველების შეცდომით ისარგებლა და ლიტველთა მეკარეს ახლო კუთხეში აუღებელი დაურტყა.

დარჩენილ დროში ქართველებს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში, რომელიც 2 სექტემბერს გაიმართა, ფრედ, 1:1 დასრულდა.

ამხანაგური მატჩი
U19. საქართველო-ლიტვა 3:0
გოლები: 1:0 საღრიშვილი (10), 2:0 საღრიშვილი (პენ, 29), 3:0 კვანტალიანი (69).
საქართველო:
ისიანი, ლოჩოშვილი (80’ ხუბაშვილი), ფიფია (60’ კობოური), ჩოგაძე (60’ კვანტალიანი), ჩაკვეტაძე (71’ ქოჩორაშვილი), ფოჩხუა (71’ ნინუა), მალი (71’ ტაბატაძე), კუცია (71’ ვარძელაშვილი), ყურშავიშვილი, საღრიშვილი (60’ გოგილაშვილი), ბუღრიძე
მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
ლიტვა: შიაულისი (46’ ტუპლიკასი), ვორონკო (80’ გიედრაიტისი), სირვისი, იურგილასი (18’ დაულიკასი), მედელინსკასი, კუბილინსკასი (55’ კონიკასი), სტოჩკუნასი, ვიტკუსი (46’ დუბიცკასი), სუნელაიტისი (63’ სკარჟაუსკასი), კლონიუნასი, ანტანავიჩიუსი (46’ ჰოტუზი)
მთ. მწვრთნელი: სვაიუნის ჩესნულისი
მსაჯები: გოგა კიკაჩეიშვილი, გიორგი ელიკაშვილი, დავით გაბისონია, ირაკლი კვირიკაშვილი
გაფრთხილება: 34’ ვორონკო, 37’ კლონიუნასი, 54’ ლოჩოშვილი, 62’ ჩაკვეტაძე.
მკითხველის კომენტარები / 11 /
უპირველესად გილოცავთ.მეორე,ეტყობა 35-ე საბურთალომ ჩაანაცვლა("საბურთალოს"ფეხბურთელები ყველაზე სუსტად გამოიყურებოდნენ)
0
ყოფო ჯიგარი ხარ! წარმატებები ბიჭებო!!!გვჯერა, რომ შრომით და თავდადებით, თქვენი პატრიოტიზმით ბევრს გაგვახარებთ! წარმატებები თქვენ!!!
ჩვენ!
23:06 05-09-2016
0

სიახლეები პოპულარული