საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ლიტველ თანატოლებს დაუზავდა

AutoSharing Option
2 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ყიფიანი წვრთნის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტვის 19-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და 1:1 ეთამაშა

ლიტველები პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდნენ. 65-ე წუთზე თემურ ჩოგოვაძემ გაათანაბრა. მატჩის მიწურულს ლიტველთა კარში დანიშნული პენალტი ქართველებმა ვერ გაიტანეს და გამარჯვების ბრწყინვალე შანსი ხელიდან გაუშვეს.

ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ, 4 სექტემბერს გაეჯიბრებიან.

ამხანაგური მატჩი
02.09.16. თბილისი, "მიხეილ მესხი"
U19. საქართველო-ლიტვა 1:1
გოლები: 0:1 კუბილინსკასი (45), 1:1 ჩოგაძე (65).
საქართველო: გუგეშაშვილი, არდაზაშვილი (46’ საღრიშვილი), ლოჩოშვილი, კობოური (84’ გოგილაშვილი),
კუხიანიძე (46’ ფოჩხუა), კვანტალიანი (67’ ბუღრიძე), ქოჩორაშვილი (67’ ჩაკვეტაძე), კოხრეიძე (62’ არველაძე), ხუბაშვილი, სამურკასოვი (46’ ჩოგაძე), მალი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
ლიტვა: შიაულისი, ვორონკო, სირვისი, მედელინსკასი, კუბილინსკასი (62’ ანტანავიჩიუსი), კონიკასი (42’ სუნელაიტისი, 84’ სკარჟაუსკასი)), სტოჩკუნასი (82’ გიედრაიტსი), პაულიკასი, დუბიცკასი (62’ ვიტკუსი), ჰოტუზი, კლონიუნასი
მთ. მწვრთნელი: სვაიუნის ჩესნულისი
მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ზაზა მენთეშაშვილი, ბესიკ ჭიჭინაძე, ლაშა სილაგავა
გაფრთხილება: 55’ მედელინსკასი, 90’ გიედრაიტისი.
მკითხველის კომენტარები / 26 /
მეორე თამაში რო მოიგეს რატო არ აშუქებთ. თუ არ გაწყობთ წარმატება? მერე ამდენს ვეღარ იჭორავებთ. რაც შეეხება არაბიძეს კარგია რომ არ იძახებენ. ყველა ასაკობრივის მწვრთნელთან ჰქონდა პრობლემა უდისციპლინო ქცევისთვის. რა ვქნათ გადავაყოლოთ დანარჩენი ბავშვები არაბიძეს და მივცეთ ყველაფრის უფლება? მერე ასე გათამამებულ და გაზულუქებულ ფეხბურთელებს ვიღებთ ეროვნულ ნაკრებში და რა შედეგიც გვაქვს კი ვხედავთ. მოკლედ ნუ შეჭამეთ ტვინი ამ არაბიძით , ყველა მწვრთელს უნდოდა მისი მოშორება, უბრალოდ ყიფიანმა მიიღო კაცური გადაწყვეტილება
არაბიძე
10:58 05-09-2016
0
ნაღდად ბევრი არ იმსახურებდა მანდ თამაშს ვერ ვხვდები ხალხო მწვრთნელს რათ უნდა ამისი იმისი ნუთუ არ გვყავს ამაზე კარგები კაცურადს ვგული დამწყდა რატო ვერ მოუგეთ ეგ ნიჩიაც ხო არასწორი იყო მიდით ხალხო რაღაცა ქენით თქვენც ხო გინდადდ გაიხაროთ ამ ნაკრებით ლიტვას ვერ უგებთ და რას გაიხარებთ მწვრთნელებიც მეცოდებიან მაგათაც ხო აქვთ იხარულის გრჩნობა და ვერაფერს შვებიან
goga
13:24 04-09-2016
0

სიახლეები პოპულარული