სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
U19. ესპანეთი VS საქართველო - გამოცდა ლა ლიგის დონეზე
AutoSharing Option
12:10 26-03-2016
დღეს, 26 მარტს, საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში მეორე შეხვედრას ტურნირის მასპინძელ ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა ქალაქ კარტაიაში, "ლუის როდრიგეს სალვადორზე" თბილისის დროით 15:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში გიორგი ყიფიანის გუნდი ინგლისელ თანატოლებთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა, მასპინძლებმა კი ბერძნებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და ჯგუფს ლიდერობენ.

ესპანეთი ელიტრაუნდში შესარჩევი ეტაპის გაუვლელად მოხვდა, როგორც 19-წლამდელთა ბოლო ჩემპიონატის გამარჯვებული. სულ კი პირენეელებმა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 7-ჯერ (2002, 2004, 2006, 2007, 2011, 2012, 2015) მოიგეს.

დღევანდელ გუნდს წვრთნის ლუის დე ლა ფუენტე, რომელიც ანალოგიურ როლში თბილისში გამართულ ელიტრაუნდზე გასულ წელს გვესტუმრა და პირველი ადგილი მოიპოვა. მისი ხელმძღვანელობით ბევრი ისეთი ფეხბურთელი დაგვიპირისპირდება, ლა ლიგაში რომ უთამაშიათ - დიეგო ალენდე, ხორხე მერე, პეპე შეიკ დიოპი, ხონი მონტიელი... ბორხა მაიორალმა კი მადრიდის "რეალში" 4-ჯერ ითამაშა.

საქართველო
მეკარეები: ოთო გოშაძე, გიორგი ჩოჩიშვილი (ორივე - საბურთალო);
მცველები: რომან ჩაჩუა, ირაკლი კომახიძე (ორივე - შუქურა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ახალაძე (სამტრედია);
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, რატი არდაზიშვილი, შერმადინ ართმელაძე (ყველა - ლოკომოტივი), სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე - საბურთალო), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა);
თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ).
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

ესპანეთი
მეკარეები: ხუან სორიანო (სევილია), უნაი სიმონი (ატლეტიკო);
მცველები: ხოსე მარია ამო (სევილია), დიეგო ალენდე (სელტა), ხორხე მერე (ხიხონი), აარონ მარტინი (ესპანიოლი), აიტორ ბუნუელი (ოსასუნა);
ნახევარმცველები: კარლოს სოლერი (ვალენსია), პაპე შეიკ დიოპი (სელტა), კარლეს ალენია (ბარსელონა), ანტონიო ლატორე (ვალენსია), ხონი მონტიელი (რაიო ვალეკანო), კრისტიან რივერა (ოვიედო), სერხი კანიოსი (ბრენტფორდი, ინგლისი);
თავდამსხმელები: ხავიერ ონტივეროსი (მალაგა), ბორხა მაიორალი (რეალი), დარიო პოვედა (ვილიარეალი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი).
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

U19. ევროპის ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი
26 მარტი
ესპანეთი-საქართველო 15:00
საბერძნეთი-ინგლისი 20:00

29 მარტი
საქართველო-საბერძნეთი 19:00
ესპანეთი-ინგლისი 19:00.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.