ევროპალიგა. ფინალის ფაქტები და სტატისტიკა: "განსაკუთრებულის" ტრიუმფი

AutoSharing Option
* მატეის დე ლიხტი (აიაქსი) გახდა ევროთასების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. ის ფინალის დღეს 17 წლისა და 285 დღის იყო.

* "აიაქსის" სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 22 წელი და 282 დღეა, რაც ევროთასების ისტორიაში ფინალებში ყველაზე ახალგაზრდულია.

* ჰენრიხ მხითარიანი (მანჩესტერი) გახდა პირველი სომეხი ფეხბურთელი ვინც ევროპალიგის (უეფას თასის) ფინალში გოლი გაიტანა.

* ევროპალიგის 2016/17 წლების სეზონის ბომბარდირები გახდნენ ედინ ჯეკო (რომა) და ჟულიანო (ზენიტი), ორივემ 8-8 გოლი გაიტანა. ჯეკოს საამისოდ 524 წუთი ეყო, ხოლო ჟულიანოს - 710.

* ჟოზე მოურინიო
(მანჩესტერი) გახდა სულ მესამე მწვრთნელი, ვინც ევროთასი სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად მოიგო - ჩემპიონთა ლიგა "ინტერთან" ერთად, ევროპალიგა "მანჩესტერთან" ერთად და ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასი "პორტუსთან" ერთად. აქამდე ეს მხოლოდ რაფაელ ბენიტესს ("ვალენსია", "ლივერპული", "ჩელსი") და უდო ლატეკს ("ბაიერნი", "დორტმუნდი", "ბარსელონა") გაუკეთებიათ.

* "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა მეხუთე კლუბი, რომელმაც სამი სხვადასხვა ევროთასი მოიგო: ჩემპიონთა ლიგა (თასი), ევროპალიგა (უეფას თასი) და თასების მფლობელთა თასი. აქამდე ეს "იუვენტუსმა", "აიაქსმა", "ბაიერნმა" და "ჩელსიმ" შეძლეს.

* ეს ინგლისური კლუბის მე-8 ტრიუმფი იყო ევროპალიგაზე (უეფას თასზე). მეტი ტიტული აქვთ ესპანელებს (10) და იტალიელებს (9).

* ჟოზე მოურინიო ევროპალიგის მომგები ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელია. ფინალის დღეს ის 54 წლისა და 118 დღის იყო. მან რაფა ბენიტესის (ჩელსი) შედეგი ერთი წლით გააუმჯობესა.

* ევროპალიგის მოგებისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ჯამში 38 მილიონ გირვანქას მიიღებენ.

* ევროპალიგის ისტორიაში ამდენი საჰაერო დუელი არავის მოუგია, რამდენიც მარუან ფელაინის (მანჩესტერი) ფინალურ მატჩში - 15.

* ჟოზე მოურინიო გახდა პირველი მწვრთნელი, ვინც ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა (უეფას თასი) 2-2-ჯერ მაინც მოიგო.

* ჰენრიხ მხითარიანის ბოლო 6 გოლიდან 5 ევროპალიგაზე მოდის.

* პოლ პოგბამ 19-მატჩიანი უგოლო სერიის შემდეგ, ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა.

* "მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპალიგაზე ბოლო 10 მატჩი ითამაშა წაუგებლად (7 მოგება, 3 ფრე).

* დელეი ბლინდი (მანჩესტერი) გახდა პირველი ჰოლანდიელი ვინც ევროპალიგის ფინალში თამაში და მოგება შეძლო 2009 წლის მერე.

* მწვრთნელები, რომელთაც ევროფინალი 31% და ნაკლები ბურთის ფლობის პროცენტით მოუგიათ: 2010 - მოურინიო, 2012 - სიმეონე, 2017 - მოურინიო.

* ბოლო სამი გუნდი, რომელთაც ევროთასების ფინალში ოთხი 21-წლამდელი ფეხბურთელი უთამაშებიათ: 1987 - აიაქსი; 1996 - აიაქსი; 2017 - აიაქსი.

* "აიაქსის" ფორვარდი კასპერ დოლბერგი ბურთს პირველად მას მერე შეეხო, რაც პოგბამ გოლი გაიტანა და დოლბერგმა თამაში ცენტრიდან განაახლა.

* დევი კლაასენმა სეზონში 50-ე მატჩი ითამაშა, რაც "აიაქსის" ფეხბურთელისთვის 2010/11 წლების სეზონის შემდეგ რეკორდია.

* მას მერე, რაც "ბაიერნმა" უეფას სუპერთასი მოიგო (2013 წ) "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი არაესპანური კლუბია, ვინც ევროთასის მოგება შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული