საინტერესო ფაქტები ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ წყვილებზე

AutoSharing Option
12 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წილისყრა გაიმართა.

- ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია

შედგა ისეთი წყვილები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გადაეყარნენ ერთმანეთს, ზოგიც საერთოდ პირველად ეთამაშება ასეთ მეტოქეს.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს უკვე შემდგარი წყვილების წარსულიდან.

* 1987/88 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშების პირველ წრეში "რეალი" "ნაპოლის" შეხვდა და სძლია მეტოქეს - მადრიდში 2:0 მოიგო, ხოლო გასვლაზე ფრეს გამორჩა, 1:1.

* 1963/64 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშების პირველ წრეში "ბორუსიამ" "ბენფიკას" შინ 5:0 მოუგო, გასვლაზე კი 2:1 წააგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

*
"დორტმუნდმა" "ბენფიკას" ბოლო 5 მატჩიდან 5-ვე მოუგო.

* 2000 წლიდან მოყოლებული, მიუნხენის "ბაიერნი" და ლონდონის "არსენალი" 10-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: გერმანელებმა 5 მატჩი მოიგეს, 2 შეხვედრა ფრედ მორჩა, 3 მატჩი კი ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა.

* "იუვენტუსი" "პორტუს" 1983/84 წლების თასების მფლობელთა თასის ფინალში შეხვდა და სძლია მეტოქეს, 2:1. ეს გუნდები 2001/02 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც გადაეყარნენ ერთმანეთს - ტურინში "იუვემ" 3:1 მოიგო, ხოლო გასვლითი მატჩი ფრედ დასრულდა, 0:0.

* ბოლო წლებში "ატლეტიკო" და "ლევერკუზენი" 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 2010/11 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშეს ორი მატჩი და ორივე ფრედ დაასრულეს, 2014/15 წლების სეზონში კი 1/8-ფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს, საშინაო მატჩები იდენტური ანგარიშით მოიგეს (1:0), თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ესპანელებმა იმარჯვეს.

* ბოლო წლებში "ბარსელონა" პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ სტადიაზე ორჯერ გადაეყარა და ორივეჯერ გააგდო - პირველად 2012/13 წლების სეზონში, ხოლო მეორედ 2014/15 წლების გათამაშებაში.

* "მანჩესტერ სიტის" და "მონაკოს", ისევე, როგორც "ლესტერს" და "სევილიას" აქამდე ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული