ემილიო ბუტრაგენიო: არასდროს დამავიწყდება ის ჯოჯოხეთური გარემო ნეაპოლის სტადიონზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის  კენჭისყრის შემდეგ მადრიდელთა წარმომადგენელმა ნიონში, ტექნიკურმა დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ კომენტარი გააკეთა.

"მადრიდში სოლიდური უპირატესობა უნდა მოვიპოვოთ, რადგან კარგად ვიცი, რა ატმოსფერო გველოდება ნეაპოლში. მახსოვს 1987 წელი, როდესაც "რეალთან" ერთად დიეგო მარადონას "ნაპოლის" დავუპირისპირდით და არასდროს დამავიწყდება ის ჯოჯოხეთური გარემო, რომელიც ნეაპოლის სტადიონზე დაგვხვდა. წინ რთული მატჩი გველოდება და დიდი ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ".

"რეალი"-"ნაპოლის" მატჩი 15 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო - 7 მარტს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული