ჟოზე მოურინიო: ეს საუკეთესო ლონდონის "ჩელსია"

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გელზენკირხენის "შალკესთან" (5:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს შესანიშნავი მატჩი იყო და ჩემი გუნდი საკუთარ თავში დარწმუნებული გახლდათ. შეხვედრის დაწყებამდე ვსაუბრობდი, რომ მათემატიკითა და ქულებით დაინტერესებულები არ ვართ და ეს პირველივე წუთებიდან ვაჩვენეთ.

გუნდები, რომლებიც 3:0-ს ან 4:0-ს იგებენ, ხშირად ცდებიან და გოლს უშვებენ, მაგრამ არა ამ მატჩში. უფრო მეტის გატანაც შეგვეძლო.

"შალკე", ალბათ, განაწყენებულია მარცხით. შეუძლიათ თავი იმით დაიმშვიდონ, რომ ძალიან კარგ გუნდთან წააგეს.

თითოეულ მატჩს განსაკუთრებულად ვუდგებით. ჯგუფში კი პირველ ადგილზე ვართ და ეს კარგია. ფეხბურთელები თამაშისგან სიამოვნებას იღებენ.

ეს საუკეთესო "ჩელსია", მაგრამ ტიტული ჯერ არ მოგვიგია. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ თამაშის ხარისხმა ტიტულები მოგვიტანოს", - თქვა მოურინიომ.

მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: მესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული