ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. E ჯგუფი: ფართოდ დახუჭული თვალები [VIDEO]

AutoSharing Option
ბოლო ტურში E ჯგუფის მასპინძლებს მარტივი საქმე ჰქონდათ მოსაგვარებელი. "ჩელსისაც" და "შალკესაც", უბრალოდ, უნდა მოეგოთ, რათა პირველს ლიდერობა არ დაეთმო, მეორეს - პლეი ოფის საგზური.

ჩემპიონატში განცდილი წარუმატებლობების გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოქცეულ ლონდონელებთან "სტიაუას" ძალიან რომ გაუჭირდებოდა, წინდაწინ ცხადი იყო; "შალკეს" კი წარმატებაში გარემოებებმა შეუწყო ხელი.

"ფელტინს არენაზე" თამაში უინტერესოდ დაიწყო. პირველი 10 წუთის განმავლობაში, პრაქტიკულად, არაფერი მომხდარა. ტაიმის შუაწელს, 3 წუთის ინტერვალით, პაოლო ტალიავენტოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა თამაშში გარდატეხა შეიტანა.

ჯერ იყო და, იტალიელმა 29-ე წუთზე არ გააძევა ჰიოვედესი,
მიიჩნია რა, რომ გერმანელის დარღვევა "ბოლო იმედის ჯარიმად" ვერ შეფასდებოდა, შემდეგ კი იდენტურ სიტუაციაში ივანოვი გასახდელში დროზე ადრე გაუშვა.

ფორმალურად მსაჯი ორივე სიტუაციაში მართალი იყო. უბრალოდ, ეპიზოდები ერთმანეთს მეტისმეტად ჰგავდა და განსხვავება მხოლოდ წვრილმანებში იყო. სამაგიეროდ, აშკარა იყო თემიდას მსახურთა უხეშზე უხეში შეცდომა, როცა მათ ჟოელ მატიპის გოლი ჩათვალეს.

საჯარიმოს შემდეგ შვეიცარიელებმა ერთბაშად 4 მასპინძელი ჩატოვეს თამაშგარეში, მაგრამ არბიტრებმა "ფართოდ დახუჭული თვალებით" ეს ვერ დაინახეს.

"ხუმარებს" იქამდე ერთი ნამუსიანი გოლიც ჰქონდათ გატანილი. ასე რომ, ასეც და ისეც საგზურს მაინც ისინი მიიღებდნენ. "ფელტინს არენაზე" საინტერესო კიდევ ბევრი რამ მოხდა და ძირითადად, ზომერის კართან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შალკე-ბაზელი 2:0
გოლები: 1:0 დრაქსლერი (51), 2:0 მატიპი (57)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - უჩიდა, ჰიოვედესი (31. ჟალაი), სანტანა, კოლაშინაცი - მატიპი, ნოიშტედტერი - დრაქსლერი (65. ფუხსი), მაიერი (88. გორეტცკა), ფარფანი - კ. ბოატენგი
ბაზელი (4-1-4-1): ზომერი - ჩაკა, ივანოვი, შერი, ფოსერი - ფრაი - ელ ნენი (61. სიო), დიე (73. აიეტი), სალა, შტოკერი (73. ემილიო) - შტრელერი
გაფრთხილება: ჰიოვედესი, მატიპი, კოლაშინაცი – ფოსერი, ფრაი, შერი, სიო
გაძევება: - ივანოვი (32)
კარში დარტყმა: 22-7 (14-3) კუთხური: 9-1 თამაშგარე: 3-4 ჯარიმა: 17-9 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 52 093

* * *
"სტემფორდ ბრიჯზე" სხვა შედეგს არც არავინ ელოდა. ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა, როცა დემბა ბამ გეორგიევსკის აჯობა.

მომენტი ჰქონდათ სტუმრებსაც, როცა იანკუმ მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა.

თამაშის დასრულებამდე მოსაწყენი სანახაობა გრძელდებოდა. სიტუაციას დროდადრო "ჩელსი" ამწვავებდა. წარმოუდგენელი მომენტები ვერ გამოიყენეს ბამ და აზარმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ჩელსი-სტიაუა 1:0
გოლები: 1:0 ბა (11)
ჩელსი (4-1-4-1): შვარცერი - ივანოვიჩი, ტერი, ლუისი, კოული - მიკელი (74. რამირესი) - ლამპარდი, ოსკარი (67. შიურლე), აზარი, ვილიანი (80. ვილიანი) - ბა
სტიაუა (4-1-4-1): ტეტერუშანუ - გეორგიევსკი, შუკალა, გარდოში, ლატოვლევიჩი - პინტილი (64. ტატუ) - იანკუ, სტანჩუ (61. პრეპელიცა), კიპჩუ, პარვულესკუ – კაპეტანოსი (61. პიოვაკარი)
გაფრთხილება: მიკელი, ივანოვიჩი – გეორგიევსკი, ლატოვლევიჩი
კარში დარტყმა: 16-10 (5-5) კუთხური: 9-3 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 10-13 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 41 181

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 6 4 0 2 12-3 12
2. შალკე 6 3 1 2 6-6 10
3. ბაზელი 6 2 2 2 5-6 8
4. სტიაუა 6 0 3 3 2-10 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული