"მეგონა, რომ მთელი დღე შეგვეძლო გვეთამაშა და "ბარსელონა" მაინც ვერ გაგვიტანდა"

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ბარსელონასთან" (0:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მადლობა ფეხბურთელებს იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ მიმდინარე სეზონში. დღეს ერთი ნაბიჯი წინ გადავდგით, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ ორმატჩიან დაპირისპირებაში და ნახევარფინალში გავედით.

დღეს დაცვაზე გვქონდა ყურადღება გამახვილებული და ნაკლებად ვუტევდით. რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ.

"ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში ვერ გაგვიტანა, ეს გაუგონარი რამეა. ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, რომ უკეთესად შეუძლიათ თამაში.

არ ღირს ამ მოგების ძალიან აღნიშვნა, ახლო მომავალში სერია A-ს მატჩებზე უნდა
გადავერთოთ.

ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ის.

დღეს ყველამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

ბარძალის შემოსვლის შემდეგ მეგონა, რომ მთელი დღე შეგვეძლო გვეთამაშა და "ბარსელონა" მაინც ვერ გაგვიტანდა", - თქვა ალეგრიმ.

- - ჩ/ლ. 1/4-ფინალი: სასწაული "კამპ ნოუზე" - "ბარსამ" კარში ერთხელ დაარტყა [VIDEO]

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული