მასიმილიანო ალეგრი: ახლა ევროპა "იუვენტუსს" პატივს სცემს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ბარსელონასთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი: ყველაფერი წარმავალია... [VIDEO]

"უნდა გვესმოდეს, რომ ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ. შესანიშნავად ვითამაშეთ როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც. ეს პირველი ნაბიჯია ნახევარფინალამდე, საპასუხო შეხვედრა სულ სხვანაირი იქნება. ვერ ვიტყვი, როგორი შანსი გვაქვს. ბარსელონაში უნდა ვითამაშოთ, რომ გავიტანოთ.

მეოცნებე ვარ, მაგრამ პრაგმატული და რეალისტი. ვიზრდებით, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ფეხბურთელები აკეთებენ. ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიწიეთ. "იუვენტუსი" პატივს სცემს ევროპას, ევროპა
კი ახლა პატივს სცემს "იუვენტუსს". ეს საუკეთესო შედეგია იმ სამი წლის განმავლობაში, რაც აქ ვარ.

პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ბოლო პასის მომენტში საკმაოდ ვღორობდით. ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

"იუვენტუსი" პატივისცემას იმსახურებს, რადგან დაცვაში ყველა მუშაობდა. ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს სიამოვნება მიანიჭეს და კარგ შედეგს მიაღწიეს, მაგრამ რეალობას არ უნდა მოვცილდეთ.

"პესკარასთან" მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ და სკუდეტო მოვიპოვოთ.

დიბალამ დღეს უმაღლესი დონე და უბადლო შესრულება აჩვენა, თუმცა ასევე ყველა ბრწყინვალე იყო", - თქვა ალეგრიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული