"ბარსელონას" შანსი არ აქვს - სტატისტიკა ესპანელების წინააღმდეგ

AutoSharing Option
პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში "ბარსელონა" შინ ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

- ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. პირველი მატჩები: სიტყვის კაცი უნაი! [VIDEO]

მატჩის შემდეგ საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა და ფაქტები გამოქვეყნდა. თუ დავუჯერებთ მას, "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ აქვს.

- ევროთასების ისტორიაში არ მომხდარა, რომ შემდეგ ეტაპზე გასულიყო გუნდი, რომელმაც პირველი მატჩში ანგარიშით 0:4 წააგო.

- აღსანიშნავი ფაქტია, რომ "ბარსელონას"ფორვარდ ლიონელ მესის პსჟ-ის საჯარიმოში ბურთი ერთხელაც არ მიუღია. მთლიანი თამაშის განმავლობაში არგენტინელმა მხოლოდ ერთი არაზუსტი დარტყმა განახორციელა მეტოქის კარში,
ორჯერ მოატყუა მეტოქე ფეხბურთელი და ბურთიც ორჯერ დაკარგა.

Sportall.Ge

- ესპანურმა გუნდმა აქამდე ოთხჯერ წააგო 4-ბურთიანი სხვაობით უეფას ეგიდით ჩატარებულ მატჩებში, ბოლოს კი ეს 2013 წელს, მიუნხენის "ბაიერნთან" (0:4) მოხდა.

- გამოსარჩევი ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გუნდი, რომელიც 4-ბურთიანი სხვაობით აგებდა, პლეი ოფში შემდეგ ეტაპზე არასდროს გასულა.

- პსჟ გახდა მე-6 გუნდი ტურნირის ისტორიაში, რომელმაც "ბარსელონას" 4 გოლი გაუტანა. მანამდე "ბარსელონას" კარში ოთხი გოლის გატანა შეძლეს "მილანმა", კიევის "დინამომ", "ვალენსიამ", ლონდონის "ჩელსიმ" და მიუნხენის "ბაიერნმა".

- საერთო ჯამში, "ბარსელონამ" 6-ჯერ გაუშვა 4 გოლი ჩემპიონთა ლიგის 223 მატჩში და ერთხელაც არ გაუშვია 4-ზე მეტი გოლი.

- ლუის ენრიკე: იმედს არ ვკარგავ, ხუთი გოლი უნდა გავიტანოთ
- უნაი ემერი: "ბარსელონასთან" თითქმის იდეალური მატჩი ჩავატარეთ
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ მეორე თამაში ბარსელონამ 5:0 მოიგო,მაშინ ეს ჩაწყობილი ყოფილა და ფეხბურთის დედაც ვატირე...
status quo
16:04 15-02-2017
0
ბარსელონას არ ააქვს შანსი, მაგრამ ტოტალიზატორს ნაღდად აქვს! ვინც პირველ თამაშზე პსჟ-ს სასარგებლოდ 4:0 დადო ხომ აშენდა საშვილიშვილოდ?!
aburjga
13:44 15-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული