უნაი ემერი: "ბარსელონასთან" თითქმის იდეალური მატჩი ჩავატარეთ

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "ბარსელონასთან" (4:0) ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ბარსელონასთან" დაპირისპირება მხოლოდ გამოცდა არ არის, ეს არის დიდი მოტივაცია. თამაშმა კარგი გრძნობა დამიტოვა, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ, წინ საპასუხო მატჩია.

მეტოქეს ვაჯობეთ და თითქმის იდეალური მატჩი ჩავატარეთ. კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ, რადგან შემდეგ შეხვედრაში შესაძლოა სხვანაირად ითამაშონ. ძალიან ვფრთხილობ საპასუხო მატჩისთვის. იმავე სტილში უნდა გავაგრძელოთ.

ვიგებთ და ვაგებთ ერთად. ეს შესანიშნავი მატჩი იყო, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური თვალსაზრისით", - თქვა ემერიმ.

- ჩემპიონთა ლიგა. პლეი
ოფი. პირველი მატჩები: სიტყვის კაცი უნაი! [VIDEO]


მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაინცდამაინც თავს ნუ გამოიდებთ და ხაზს ნუ გადაუსმევთ "ბარსელონას". ისტორიას გადახედეთ და არცთუ ერთი- ორ მატჩს აღმოაჩენთ სადაც უიმედო მდგომარეობიდან გამომძვრალა ბევრი საშუალო დონის გუნდი. "ბარსელონა"-"მეცი" 4-2, 1-4. "მილანი"-"დეპორტივო" 4-1, 0-4 და ა.შ. ამაზე უარეს მდგომარეობაში იყო "ლივერპული" "მილანთან" მაგრამ სასწაული მოხდა 45 წუთში, "ბარსელონას კი 95 წუთი მაინც აქვს წინ. არ ვარ ბარსელონას თავგადაკლული ფანი უბრალოდ მესის ვგულშემატკივრობ, მგრამ ამ შემთხვევაში მართლა მხოლოდ "ბარსელონას" მარტო შეუძლია ეს სასწაული ჩაიდინოს ან "ბაიერნს" სხვა გუნდი მე არ მეგულება დედამიწაზე მიუხედავად "რეალის" მიმართ დიდი პატივისცემისა.
..........
12:59 16-02-2017
0
კიდევ იტყვით მესი რონალდოს ჯობიაო?ითვალეთ სუსტ გუნდებთან რამდენი გააქვთ და იყავით "ბედნიერები"
ამაშია საქმე
12:07 16-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული