"იცით, რომ "ტოტენჰემში" მე-4 ადგილზე გასვლას ზეიმობენ?" - კონტემ "დეზებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
იტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტემ "ტოტენჰემში" გატარებული პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, უცნაური იყო იმ გუნდში მუშაობა, რომელიც მე-4 ადგილზე გასვლას ზეიმობდა.

"პირადად ჩემთვის, მეოთხე ადგილზე გასვლა და ამის აღნიშვნა უცნაური იყო. როდესაც სეზონი დავასრულეთ, ჩემს ასისტენტებს დავურეკე და ვუთხარი, რომ უკვე ყველაფერი გავაკეთეთ, რადგან მე-9 ადგილიდან ოთხეულში შესვლა შევძელით. მიუხედავად ამისა, ეს მიღწევა არ აღგვინიშნავს", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, ანტონიო "ტოტენჰემს" 2021/2023 წლებში წვრთნიდა, მას შემდეგ კი იტალიელი სპეციალისტი უმუშევარია.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

altკონტემ "ბარსელონა" უარყო - კატალონიელები ახალ მწვრთნელს ეძებენ

alt

"იცით, კონტე დე ლაურენტისს რომელი ფეხბურთელის ტრანსფერს სთხოვს?" - იტალიელი ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული