120 მილიონი ევრო ახალი კლუბისგან და სხვა მოთხოვნები - მბაპეს პირობები ცნობილია

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავი კილიან მბაპე მადრიდის "რეალში" გადაბარგდება.

ესპანური გამოცემა Cadena Ser-ის ცნობით, ფორვარდს სურს, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.

გამოცემის ინფორმაციით, მბაპე "რეალისგან" მხოლოდ მათ რიგებში გადასვლისთვის, ერთჯერადი სახით 120 მილიონ ევროს ითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა მბაპეს პირობებს "ბლანკოსის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კილიანმა პსჟ-ის მაისურით 19 მატჩი გამართა, თავი კი 20 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altლეაუს შემდეგ კიდევ ერთი კანდიდატი - მბაპეს შესაძლო შემცვლელი

პსჟ-მა შესაძლოა, პრემიერლიგიდან მიიყვანოს

altსატრანსფერო საგა დასრულდა? - მბაპემ "რეალში" გადასვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

alt"რეალი" და მბაპე აღარ შედგება? - მოლაპარაკებებში დიდი სირთულე წარმოიშვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგად სარგებლობს იმით რომ მსოფლიოში ამას დღესდღეობით ბადალი არ ყავს,მარტოს შეუძლია თამაშების მოგება როგორც ნაკრებში ისე კლუბში,უძლიერესია და თავისი თავის ფასიც იცის. ....
ტიერი ანრი
15:17 10-02-2024
4
ეს იმდენს იზამს სამუდამოდ პსჟ-ში დარჩება,ბოლოს გუნდს გააკოტრებს და თავად იყიდის...ერთობა რა...ამის ფეხბურთის აღარ მჯერა...აი ძაან დებილი უნდა იყოს რო ვერ ხვდებოდეს პსჟ-თი ვერაფერს მოიგებს აწი...არ გაამართლა პსჟ-ს პროექტმა და ეხლა ერთი იმდენი უნდა დახარჯოს რაც აქამდე ამდენი წლის განმავლობაში ერთად დახარჯა შეხ მანსურმა,რომ ლიგა მოიგოს...რა ვიცი,რა ვიცი. არადა ძაან მაგარია და ცოდოა ამ მეცხვარეების ლიგაში რა
Givi
21:42 07-02-2024
3

სიახლეები პოპულარული