"ჩელსიმ" "ბარსელონას" ობამეიანგში 15 მილიონი შესთავაზა

AutoSharing Option
"ჩელსიმ" "ბარსელონას" თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, ლონდონური კლუბი მზადაა 33 წლის ფეხბურთელში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ სავარაუდოდ "ბარსელონა" 25-30 მილიონს მოითხოვს.

"ბარსას" მწვრთნელ ხავის ობამეიანგის გაშვება არ უნდა, თუმცა კლუბისთვის ეს ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რამეთუ ტრანსფერი ლა ლიგაში ჟიულ კუნდეს დარეგისტრირების საშუალებას მისცემს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული