"ბარსელონას" ხავის შენარჩუნება სურს - მოახერხებენ კატალონიელები მთავარი მწვრთნელის დაყოლიებას?

AutoSharing Option
Diario Sport-ი წერს, რომ "ბარსელონას" გუნდის მთავარ მწვრთნელად ხავის შენარჩუნება სურს. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები მოახერხებენ და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან პსჟ-ს გააგდებენ, "ბლაუგრანას" ბოსები ახალგაზრდა დამრიგებლის დარწმუნებას შეეცდებიან.

მოგეხსენებათ, ხავიმ არაერთგზის აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ბარსელონას" ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს.

პარალელურად, კატალონიელთა სპორტულ დირექტორ დეკოს რამდენიმე მწვრთნელის ვარიანტი აქვს მონიშნული და თუ ერნადესის დათანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ მოლაპარაკებებს დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული