მუნირს "რომაში" უნდა გადასვლა

AutoSharing Option
"ბარსელონას" 21 წლის თავდამსხმელს, ელ ჰადადი მუნირს "რომაში" სურს კარიერის გაგრძელება. რომაელებს უნდათ, მუნირი ერთსეზონიანი იჯარით აიყვანონ და შემდეგ მისი კონტრაქტი გამოისყიდონ, თუმცა კატალონიელებს ელ ჰადადის "კრისტალ პალასში" გაყიდვა აწყობთ, რადგან ინგლისური კლუბი მზადაა, უფრო დიდი თანხა გადაუხადოს.

გასულ სეზონში მუნირი "ვალენსიაში" გახლდათ იჯარით, პრიმერას 34 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, მაგრამ "ღამურებმა" კონტრაქტის გამოსყიდვაზე უარი განაცხადეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული