ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "სიტი" და "რეალი" გავიდნენ - გასაძევებელი იყო თუ არა ვინისიუსი? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა და კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.

„რეალს“ „ლაიფციგთან“ პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული, სახლში კი მეტად დაძაბულ დაპირისპირებაში ფრედ, 1:1 ეთამაშა და გერმანული გუნდის ბარიერი გადალახა, რომელმაც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. ყოფილი მსაჯი ედუარდო იტურალდე გონსალესი მიიჩნევს, რომ ორბანთან უხეშობის გამო არბიტრს ვინისიუსი უნდა გაეძევებინა.

„მანჩესტერ სიტიმ“ „კოპენჰაგენს“ საკუთარ მოედანზეც სძლია, ისევ 3:1 და მეოთხედფინალში გავიდა. დანიური გუნდის განაცხადში ისევ არ იყო დავით ხოჭოლავა, რომელმაც ტრავმა ჯერ ვერ მოირჩინა.

. "სიტიმ" ტურნირზე ზედიზედ 10 გამარჯვება
მოიპოვა და 9 მათგანში 3+ გოლი გაიტანა.
. გვარდიოლას გუნდი ზედიზედ მეშვიდედ გავიდა 1/4-ფინალში, რაც საუკეთესო სერიაა.
. ჰოლანმა ჩემპიონთა ლიგაზე 37 შეხვედრაში 41-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
. ბელინგემმა საგოლე გადაცემა გააკეთა - მის ანგარიშზე "რეალში 31 მატჩში 29 საგოლე მოქმედებაა (20+9).
. "რეალს" პირველ ტაიმში ბურთი კარში არ დაურტყამს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ლაიფციგი 1:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (65), 1:1 ორბანი (68)

მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - კოპენჰაგენი 3:1
გოლები: 1:0 აკანჯი (5), 2:0 ალვარესი (9), 2:1 ელიუნუსი (29), 3:1 ჰოლანი (45+3)

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინისიუსს ვერც რეალის დონის გუნდმა უშველა..ვერც ანჩელოტოს დარმა მწვრთნელმა..ალბათ ასე აღზარდეს..თორემ იყვნენ ბრაზილიელები რეალში..და მასზე ბევრად კარგებიც..მაგ პროვოკატორის მაგივრად კვარა რეალში..და მბაპე -კვარას დუეტი იქნება სუპერი..
კიეზა
23:28 07-03-2024
3
ისე, ვინისიუსზე რომ დავწერო, რომ მაიმუნივით სწრაფი და მოხერხებულია, მის ქებაში არ ჩამითვლიან?
გოგია
19:19 07-03-2024
0

სიახლეები პოპულარული