ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

„რეალმა“ ბელინგემის გარეშე სტუმრად „ლაიფციგს“ 1:0 სძლია. მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით და აგრესიულად შეუტიეს, გაიტანეს კიდეც, მაგრამ გოლი წესების დარღვევის გამო არ ჩაუთვალეს. „სამეფო გუნდმა“ მეტოქის იერიშები მოიგერია და შესვენების შემდეგ ბრაიმ დიასმა დიდებული გოლით დააწინაურა. დარჩენილ დროში გერმანულმა გუნდმა რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ლუნინი და „რეალმა“ გაიმარჯვა.

. ანჩელოტის გუნდმა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე შვიდივე მატჩი საერთო ანგარიშით 17:7 მოიგო.
. ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე მატჩი ჩაატარა.
.
როდრიგომ „რეალში“ მეორასედ ითამაშა - 50 გოლი და 36 საგოლე პასი.

„მანჩესტერ სიტიმ“ დანიაში „კოპენჰაგენი“ 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო დავით ხოჭოლავა, რომელმაც გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მწყობრში ჩადგომა ვერ მოახერხა.

. „სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე შვიდივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა, ხოლო ყველა ტურნირზე ბოლო 11 თამაშში საერთო ანგარიშით 32:6 იმარჯვა.
. "სიტიმ" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 7 მატჩში 3+ გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.
. დე ბრუინმა გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. წელს მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 7 მატჩში 2 გოლი და 7 საგოლე პასია. იქამდე 5 თვე ტრავმის გამო გაუცდა.

ლაიფციგი. „რედ ბულ არენა“. 45 028 მაყურებელი
ლაიფციგი - რეალი 0:1
გოლი: ბრაიმ დიასი (49)

კოპენჰაგენი. „პარკენი“. 35 853 მაყურებელი
კოპენჰაგენი - მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები: 0:1 დე ბრუინი (10), 1:1 მატსონი (34), 1:2 ბერნარდო სილვა (45), 1:3 ფოდენი (90+2)

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 7 მარტს ჩატარდება.

alt"ნაპოლისთან" დამარცხების შემთხვევაში ხავი შეიძლება გადააყენონ

მკითხველის კომენტარები / 14 /
ფაქტი ერთია..დიდებული გოლი გაიტანა ამ ბიჭმა..და სიტი კოდე რა დიდებულია..წელსსაც ფინალშია ეს გუნდი
კიეზა
15:00 14-02-2024
0
რეალი - ბარსა მინდა ფინალი.. ადრე მარტო რეალს ვბალეშიკობდი, ეხლა ორივეს.. ისეთი სუსტია ბარსა ჩვენი გულშემატკივრობაც სჭირდება!!
სლავა მინდელი
08:14 14-02-2024
22

სიახლეები პოპულარული