ბუდუს დუბლი და საგოლე გადაცემა - "კარლსრუემ" "მაგდებურგი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „მაგდებურგი“ 7:0 დაამარცხა.

"კარლსრუე" მეშვიდე წუთზე მარსელ ფრანკემ დააწინაურა, შემდეგ ზივზივაძემ, რომელმაც "ჰოლშტაინთან"გასული ტურის მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა, დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ კი ქართველის პასით მეტოქის კარი პაულ ნებელმა დალაშქრა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში გამანადგურებელი გახადეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ზივზივაძე 65-ე წუთზე შეცვალეს. ბუდუმ მიმდინარე ჩემპიონატზე 24 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 9.5, sofascore 9.1, flashscore 8.3.

„კარლსრუე“ 38 ქულით მე-7 ადგილზეა, ბუნდესლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას
6 ქულა აშორებს და შემდეგ შეხვედრას 31 მარტს გელზენკირხენში „შალკესთან“ ჩაატარებს.

კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“
კარლსრუე - მაგდებურგი 7:0
გოლები: 1:0 ფრანკე (7), 2:0 ზივზივაძე (13), 3:0 ზივზივაძე (25), 4:0 ნებელი (40), 5:0 ბეიფუსი (50), 6:0 მატანოვიჩი (51), 7:0 ვანიტცეკი (90+1, პენ)

მკითხველის კომენტარები / 5 /
Video (8 წუთი)
https://youtu.be/pz7OQhZf8f8?si=3bz_OEM3Fg3XED6A
ქ. გ.
03:23 18-03-2024
0
კიტემაც მაგრა ითამაშა,პირველ ტაიმს ვუყურე შიშისკანკალით,ავსტრიას ფეხბურთელებს დავუგინე კიტესთვის არ ჩაერტყათ
Levani
20:26 17-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული