"შენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინია" - ზივზივაძემ საქართველოს ნაკრებში გადაღებული ფოტოს ისტორიები გაიხსენა და "ზღაპრის ბოლო კეთილია" შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ თავისი კლუბის არხთან სამი ფოტოს ისტორია გაიხსენა და "ზღაპრის ბოლო კეთილია" კიდევ ერთხელ შეასრულა.

პირველი ფოტო: ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ეს ძალიან ემოციური იყო, მე ბევრი ხალხის წინაშე ვიდექი სცენაზე. მთვრალი არ ვყოფილვარ, როგორცე ეს შეიძლება ბევრს ეგონა. ეს ისეთი ემოციური იყო და მე ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ ამის გამო დავიწყე ცეკვა და მინდოდა ემოციები ხალხისთვის გამეზიარებინა. მაგარამ ახლა როცა ვუყურებ ამ ვიდეოს ასე მგონია ეს მე არ ვარ.

მეორე ფოტო: ეს არის ერთ-ერთი
კომპანია რომელიც Iphone-ს "ქეისებს" ამზადებს. ლუქსემბურგთან თამაშის შემდეგ ხალხმა დაიწყო საუბრარი რომ "ბუდ-იზმს" მისდევენ და მათ ასეთი "ქეისი" შექმნეს, როცა ამ სურათს ვუყურებ მეცინება.

მესამე ფოტო სელფია ჩემი ცეკვის მერე. მინდოდა ეს ფოტო ამ დღის სამახსოვროდ დამრჩენოდა. ფოტო საქართველოს ნაკრების ფოტოგრაფმა გადაიღო. მე ხმა აღარ მქონდა, მაგრამ ეს არ მადარდებდა, რადგან ჩვენ ქვეყანას უდიდესი წარმატება მოვუტანეთ და ამის გამო ძალიან ბედნიერები ვიყავით. მე უბრალოდ ვცეკვავდი და ვმღეროდი "შენთან, შენთანაა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინია".
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაშინ ხვიჩამაც დაუჭირ მხარ აქციას(და არა ნაცებს) და ეგ არ გეწყონა?დდდ პოსტი დადო "ევროპა ჩემი არჩევანია".
ეეჰს
16:04 07-04-2024
5
რას ამბობ? გაქანებული ბიზინოიდია უნგრეთიდან.))))
ეეეჰ?-ს
14:43 07-04-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული