ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ქართულ ფინალში ტატო გრიგალაშვილმა იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 სექტემბერს ფინეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ზედიზედ მეორე წელია ამ წონით კატეგორიაში ევროპირველობაზე ქართული ფინალი იმართება. ამჯერად ფინალში ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი შეხვდნენ. ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც შარშან ფინალი ლუკა მაისურაძესთან დათმო, წლეულს ევროპის ჩემპიონი გახდა.

მარიამ ჭანტურია (70 კგ) ტურნირზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა - მან ავსტრიელი ანა-ლენა შუჰტერი და იტალიელი მარტინა ესპოზიტო დაამარცხა, ნახევარფინალი მომავალ ჩემპიონთან, ბრიტანელ კელი პეტერსენ პოლარდთან წააგო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ჰოლანდიელ სილია კოკს სძლია.

ორი დღის
შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

14 სექტემბერს ვანტაას ტატამზე ილია სულამანიძე (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ), საბა ინანეიშვილი (+100 კგ), სოფიო სომხიშვილი (78 კგ) და სალომე მაყაშვილი (78 კგ) გავლენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლინკი დადეტ რა კამბოჯასჰი ხო არ ტარდება რა ხდება
bajo
09:31 14-09-2019
0
გილოცავთ!!! გაიხარეთ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ!!!
tngh
21:32 13-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული