ძიუდოს საქართველოს ჩემპიონატი: ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრუნდება

AutoSharing Option
ხვალ, 27 დეკემბერს დიღომში, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატი იწყება ძიუდოში, რომელიც რამდენიმე ლიდერს მოისაკლისებს, თუმცა ტიტულოვანი ფალავნებიც ბლომად იქნებიან. მათ შორის უპირველესნი ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის გამარჯვებული ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) არიან, ოღონდ ეს უკანასკნელი ტრავმებითა და ოპერაციებით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველად ჭიდაობს. შეგახსენებთ, რომ ბოლოს მან აგვისტოში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე იჭიდავა, თუმცა ხელი მაშინაც აწუხებდა.

ამათ გარდა, ჩემპიონატში ასევე იასპარეზებენ ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი, ევროპის მესამე პრიზიორები -
ზებედა რეხვიაშვილი (81) და ბექა ღვინიაშვილი (90), სხვებს კი მწვრთნელები ასვენებენ. რაც შეეხება ამ ხუთეულს, მწვრთნელთა აზრით, მათ სატურნირო პრაქტიკა სჭირდებათ და ამიტომ აჭიდავებენ.

ხვალ 60, 66 და 73 კილოგრამების ფალავნები იასპარეზებენ, დანარჩენები კი ზეგ გავლენ ტატამზე. ჩემპიონატი მხოლოდ ვაჟებში ტარდება, ქალთა პირველობა კი ამჯერად არ იმართება. ასპარეზობა ორივე დღეს 10 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 17 საათიდან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული