ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი: ნაკრების წევრები კვარცხლბეკზე

AutoSharing Option
8 ნოემბერს სპორტკომპლექს "არენაში" ძიუდოში სამ წონით კატეგორიაში (60, 66 და 73) საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართა.

60 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლაშა გიუნაშვილი გახდა, მეორე ადგილი პაატა მერებაშვილს ერგო, მესამე პოზიციას კი ბეთქილ გულგიანი  დასჯერდა.

66 კგ. წონით კატეგრიაში გამარჯვებული ვაჟა მარგველაშვილი გახდა. მეორე-მესამე ადგილები შესაბამსად მინდია ლილუაშვილმა და გიორგი გუგულაშვილმა დაიკავეს.

დღის გამორჩეული შეხვედრები კი 73 კგ. წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც ნაკრების სამი წევრი ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი გამოდიოდნენ.

საბოლოოდ კვარცხლბეკზე ნაკრების სამივე წევვრმა შეაბიჯა. გამარჯვებული
ნუგზარ ტატალაშვილი გახდა. აღსანიშნავია, რომ ფინალში ისე შავდათუაშვილს შეხვდა, თუმცა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მას ტიტული დაპირისპირების გარეშე დაუთმო.

მესამე ადგილი ზებედა რეხვიაშვილს ერგო.

დღეს "არენას" ტატამზე 81, 90, 100 და +100 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული