მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი: ქართველების წარუმატებელი გამოსვლა

AutoSharing Option
11 ნოემბერს მაროკოში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი გაიმართა.

სამწუხაროდ ქართველი ძიუდოისტები წარუმატებლად გამოვიდნენ.

გურამ თუშიშივილის პირველი მეტოქე დაუმარცხებელი ტედი რინერი იყო. რინერმა თუშიშვილი ორი ვაზარით დაამარცხა.

პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ასევე ადამ ოქრუაშვილი, როემლმაც უკრაინელ ალექსანდრ გორდიენკოსთან იპონით წააგო.

წინა ორისგან განხსვავებით პირველი შეხვედრა მოიგო ლევან მატიაშვილმა, რომელმაც ანდრეი კოლესნიკი იპონით დაამარცხა, შემდეგ კი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან წააგო.

ვარლამ ლიპარტელიანი პირველივე დაპირისპირებაში იაპონელ კოკორო კაგეურასთან იპონით წააგო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ლიპოზე მაგრათ დამწყდა გული მოსაგები თამაში გაანიავა! გურამ ცოტა ციზიკური კონდიცია დაუმატე და წამოიღებ რინერ აუცილებლათ!!
luka
11 ნოემბერი 2017 20:32
1
შენ გენაცვალე, რა მაგარი ანალიზია. ეტყობა შაბათია და ისვენებენ ჟურნალისტები
oceola
11 ნოემბერი 2017 20:25
0
არ ქონდათ მაროკო დათვალიერებული?
nika
11 ნოემბერი 2017 20:24
0
მორიგი ფიასკო! და ეს უკვე სტაბილური ტენდენციაა. ჩვენებისგან ჩემპიონობას არავინ ელოდა, მაგრამ ასეთი სამარცხვინო გამოსვლა ნამეტანია. 4-დან 3 პირველივე წრეში გამოვარდა, მხოლოდ მატიაშვილმა მოიგო 1 შეხვედრა, მაგრამ ისიც ძალიან უნიათო იყო!

საოცარი სისულელე ჩაიდინა ლიპარტელიანმა, როცა მასზე ბევრად მძიმე მეტოქეს პარტერში გაუმართა ჭიდაობა.

თუ ამას დავუმატებთ ბოლოდროინდელ წარუმატებლობებს, მათ შორის ამჟამად მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, აშკარა გახდება, რომ ქართული ძიუდო კრიზისშია!
დორე
11 ნოემბერი 2017 20:10
0

სიახლეები პოპულარული