3:3. "ტორპედომ" "იბერია 1999"-თან მაგარ მატჩში ქულის მოპოვება შეძლო

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში „იბერია 1999“ და „ტორპედო“ დაზავდნენ - 3:3.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და კომახიძისა და ჯგერენაიას გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ სტუმრებმა შეუტიეს, იონსენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ხოლო პირესმა ანგარიში შეამცირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დედაქალაქელები იერიშებზე გადავიდნენ, მეკარე კლიაიჩმა ქუთაისელები რამდენჯერმე გადააირჩინა, თუმცა მე-60 წუთზე კოხრეიძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაუტანა. კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. „ტორპედომ“ შეტევებით უპასუხა, შეცვლაზე შესულმა ბასილაძემ პენალტი მოიპოვა და არაბიძემ თერთმეტმეტრიანი უზადოდ შეასრულა. კინის შეგირდებმა იერიშები გააგრძელეს - ბასილაძის დარტყმული ბურთი
ხარიხას მოხვდა, ნადარაიას მეკარე კუპატაძემ არ გაატანინა, ხოლო კომპენსირებულ დროში იონსენმა დალაშქრა მეტოქის კარი და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„იბერია 1999“ ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ ფრეს დასჯერდა, 26 ქულით ლიდერია და 2 მაისს გასვლაზე „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. „ტორპედომ“ კი ზედიზედ მესამე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 18 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“

იბერია 1999 - ტორპედო 3:3
გოლები: 1:0 კომახიძე (2), 2:0 ჯგერენია (5), 2:1 პირესი (34), 3:1 გ. კოხრეიძე (60), 3:2 არაბიძე (72, პენ), 3:3 იონსენი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგადაა ინფორმაცია მოწოდებული, მადლობა!
odala
18:43 28-04-2024
0
მაგარია!!!
odala
11:00 28-04-2024
0

სიახლეები პოპულარული