ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
მონღოლეთში, ულან-ბატორის გრანდ-სლემზე საქართველოს სახელით ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა. მათგან კი ფინალურ ბლოკში მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანმა იასპარეზა, 34 წლის ძიუდოისტი ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბახტუიაგთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, ლიპარტელიანმა გერმანელი კილიან კაპელმეიერი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა და იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ პირველ რაუნდში ყაზახი ნურლიხან შარხანი დაამარცხა, მეორე რაუნდში კი გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურს სძლია, სამწუხაროდ, ონისე მეოთხედფინალში არმან ადამიანთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი პიოტრ
კუჩერასთან წააგო და მე-7 ადგილს დასჯერდა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა პირველ რაუნდში გერმანელი ერიკ აბრამოვი დაამარცხა, მეორე რაუნდში იაპონელ ოტო ჰიოგას სძლია, სამწუხაროდ, საბა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან დამარცხდა. რეპეშაჟში ასპარეზობა კი ქართველმა ძიუდოისტმა ტრავმის გამო ვეღარ მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Varlam magari xar!!!
Gocha
08:13 26-06-2023
0
წადი ბიძიკო, წადი, აღარ არის შენი წასვლის დრო?! ეგ შენი მაქსიმუმია ამ მეორეხარისხოვან ტურნირებზე,როცა მეტი შეგეძლო მაშინაც კი ვერ მიაღწიე მეტს და წადი აწი. :)
მე
21:05 25-06-2023
6

სიახლეები პოპულარული