ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: გრიგალაშვილმა ბრინჯაო მოიგო

AutoSharing Option
17 წლის ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ტურნირზე, 73 კილომდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გრიგალაშვილმა, პირველი 3 მეტოქის დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ჰიდაიათ ჰეიდაროვთან წააგო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი, დამატებით დროში შვეიცარიელ ნაიმ მატს ვაზარით სძლია.

ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო 55 კილომდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჯაბა პაპინაშვილიც, მაგრამ მან გადამწყვეტი ბრძოლა წააგო.

ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს ვანო ნინიაშვილმა, რობინზონ ბეგლარაშვილმა, ბაგრატ ნინიაშვილმა, შალვა გაზაშვილმა, ნატალია ყიფშიძემ, ეთერ ლიპარტელიანმა და მზია ბებოშვილმა.

ხვალ იჭიდავებენ:
ვაჟები

-81 კგ - ლუკა მაისურაძე
-90 კგ - ნიკა სიდამონიძე
+100 კგ - გელა ზაალიშვილი, ამირან წიკორიძე

ქალები
-63 კგ - სალომე მჭედლიშვილი

- ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: რა შანსები გვაქვს მარიბორში
მკითხველის კომენტარები / 4 /
ცჰიდაობა არ მინახავს,დ.......ს ტავზე ტატრებმა რაც არასდროს არ მომხდარა ტუ არ ცჰავტვლიტ ამ ბოლო ორ ცელს.პუუუუ.......
esti ujigro
11:19 16-09-2017
0
მტელი ხაშური გულიტ ულოცავს ტატო გრიგალაშვილს ბრინჯაოს მოპოვებას
ramazi
05:55 16-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული