NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იარომირ იაგრი მეხუთეა

AutoSharing Option
ლეგენდარული ჩეხი ფორვარდი იარომირ იაგრი მორიგი სტატისტიკური მიღწევის ავტორი გახდა. გუშინ "ფლორიდის" ვეტერანმა "ტამპა ბეის" კარში კარიერაში 717-ე შაიბა გაიტანა, რითაც ფილ ესპოზიტოს დაეწია და ჰოკეის ეროვნული ლიგის კარიერაში მეხუთე სნაიპერი გახდა.

იაგრსა და ესპოზიტოზე მეტი შაიბა გატანილი აქვთ მხოლოდ მარსელ დიონს (731), ბრეტ ჰალს (741), გორდი ჰოუსა (801) და უეინ გრეტცკის (894).

ჩეხი ასევე მეხუთე ადგილზეა ქულების (გოლი+პასი) რაოდენობით (1786).

ვინიპეგი-ლოს ანჯელესი 5:2
1:0, 3:1, 1:1
გოლები: 1:0 სტეფორდი-11 (შაიფელი-26, ტლუსტი-11), 1:1 ჯ. კარტერი-19 (ტოფოლი-20, მუზინი-23), 2:1 მიერსი-6 (ველერი-29, ტორნბურნი-5),
3:1 ლედი-21 (ლიტლი-27, ბაფლინი-27), 4:1 ლედი-22 (ფროლიკი-20), 5:1 ჯ. კარტერი-20, 5:2 ველერი-17 (ლოური-10).

პიტსბურგი-კოლამბუსი 5:3
1:1, 3:0, 1:2
გოლები: 0:1 ვიშნიევსკი-8 (რ. იოჰანსენი-33, ჯ. ჯონსონი-23), 1:1 მალკინი-25 (კუნიტცი-22, პ. მარტინი-13), 2:1 პერონი-15 (მალკინი-38, ლეტანგი-38), 3:1 მალკინი-26 (ლეტანგი-39, კროსბი-43), 4:1 პულიო-2 (ჰორნკვისტი-20, კროსბი-44), 5:1 დაუნი-11 (ვინიკი-19, ბ. სატერი-11), 5:2 რ. იოჰანსენი-22, 5:3 ნ. ფოლინო-24 (ჰარტნელი-26).

ფლორიდა-ტამპა ბეი 4:3
1:1, 2:0, 1:2
გოლები: 1:0 იაგრი-12 (იუბერდო-25, ბ. კემპბელი-20), 1:1 სტრალმანი-5 (დრუენი-24, ბ. ბოილი-7), 2:1 ბარკოვი-10 (იაგრი-19, იუბერდო-26), 3:1 ბ. ბოიესი-11, 4:1 ეკბლადი-10 (ბიუგსტადი-16, იუბერდო-27), 4:2 სტემკოსი-35 (კილორნი-20, გარისონი-23), 4:3 ტ. ჯონსონი-24 (კუჩეროვი-31, სტრალმანი-27).

ვაშინგტონი-ტორონტო 4:0
1:0, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 ოვეჩკინი-40 (ბექსტრიომი-47, ელზნერი-14), 2:0 ოვეჩკინი-41 (ორპიკი-15, ჯ. კარლსონი-34), 3:0 მ. იოჰანსონი-15 (ბროუერი-15, ოვეჩკინი-24), 4:0 ჯ. უორდი-15 (ფერი-11).

დალასი-ანაჰაიმი 1:3
0:1, 1:0, 0:2
გოლები: 0:1 პერი-27 (სეკაჩი-11, გეტცლაფი-41), 1:1 ივსი-7 (დელეი-17, კლინგბერგი-23), 1:2 სტოუნერი-1, 1:3 გეტცლაფი-20 (პერი-18).

ვანკუვერი-სტ. ლუისი 6:5 (ბ)
2:2, 2:0, 1:3, 0:0, 3:1
გოლები: 0:1 0:1 რივსი-6 (ოტი-8, გოკი-6), 0:2 პიეტრანჯელო-6 (ოში-25, ბეკსი-22), 1:2 მატიასი-16 (ჰიგინსი-20, ვეი-13), 2:2 ი. უებერი-6 (ვრბატა-21, დორსეტი-13), 3:2 ჰანსენი-13 (კენინსი-6, სტენტონი-8), 4:2 ჰ. სედინი-13 (ჰამჰუისი-15, კენინსი-7), 5:2 ბონინო-12 (ი. უებერი-8, ვრბატა-22), 5:3 იასკინი-11 (პ. შჩასტნი-25, ოში-26), 5:4 ლინდბომი-2 (შვარცი-27, ტარასენკო-30), 5:5 ბეკსი-21 (ოში-27).
ბულიტები გაიტანეს: ბონინო (ვანკუვერი), ვრბატა (ვანკუვერი), ტარასენკო (სტ. ლუისი), ჰიგინსი (ვანკუვერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული