იაგრის გეგმა: ევროპა, ოლიმპიადა, NHL

AutoSharing Option
ცნობილ ჩრდილოამერიკელ ჟურნალისტს, ელიოტ ფრიდმანს მიაჩნია, რომ ლეგენდარულ ჩეხ ჰოკეისტს, იარომირ იაგრს შეთანხმება გააჩნია ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბთან, რომლის მიხედვითაც, ლიგაში ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაბრუნდება.

"ვფიქრობ, არიზონა ერთ-ერთი გუნდია, რომელიც დაუკავშირდა იარომირ იაგრს. ამას წინათ, ინტერვიუში მან თქვა, რომ არ მოსწონს ის ფორმატი, როცა არ შეუძლია თავისი ბედის გაკონტროლება. ასე რომ, არავის გაუკვირდება, თუ ის სეზონს ევროპაში დაიწყებს, მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადაში და უკვე შემდეგ დაუბრუნდება NHL-ს", - წერს ფრიდმანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული