ლევან გორგაძე დიდ ჩემპიონთან დამარცხდა

AutoSharing Option
11 იანვარს ტოკიოს "კოკუგიკანში" სტარტი აიღო წლის პირველმა სუპერტუნირმა ჰაცუ (გახსნის) ბაშომ.

ასპარეზობის პირველ დღეს ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც დასავლეთის პირველი მაეგაშირაა, დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის შეხვდა და მონღოლთან ოკურიდაშის ილეთით წააგო.

კიდევ უფრო რთული ბრძოლა ელის მას მეორე დღეს, იმპერატორის თასის მფლობელი ჰაკუჰო ხვდება. შარშან ჰაკუჰომ 6 ბაშოდან 5 მოიგო, ქართველს კი ურთიერთშეხვედრებში 16:0-ს უგებს.

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ძურიოს დივიზიონის მე-2 ნომერია. ქართველმა ასპარეზობის პირველ დღეს მონღოლი ასასეკირიუ დაამარცხა მძლავრი ოშიდაშით. ქართველის მომდევნო მეტოქე ამურუა.

I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩიოძანი
(ცუკიოტოში), კაკურიუ-ტაკაიასუ (ცუკიოტოში), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (ოკურიდაში), კისენოსატო-ტაკარაფუჯი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტერუნოფუჯი (იორიკირი).

II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-ტაკარაფუჯი, ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, ჰაკუჰო-ტოჩინოშინი, კოტოშოგიკუ-იკიოი, გოეიდო-ტერუნოფუჯი.

ასევე იხილეთ:
სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი როკერის როლში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული