ნაგოიას ბაშო. 9-23 ივლისი: ქართველთა უიღბლო დღე

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოზე 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელმაც იოშიკაძესთან იორიკირის ილეთით დათმო. ჩვენებურს 7-5 ბალანსი აქვს და მიზნამდე მოგება აშორებს. მისი მორიგი მეტოქე სეკივაკე მიტაკეუმია (1:1 ურთიერთშეხვედრებში).

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მე-9 მარცხი იწვნია, ამჯერად, მე-10 მაეგაშირა შოჰოზანთან. ქართველი სუმოისტი ელიტას ისევ დაემშვიდობება, მისი მომდევნო მეტოქე არავაშია (0:5 ურთიერთშეხვედრებში).

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-მიტაკეუმი (იორიკირი), ჰაკუჰო-ტამავაში (იორიკირი), ტოჩიოძანი-ტაკაიასუ (ოკურიდაში), გოეიდო-კაგაიაკი (ცუკიოტოში), იოშიკაძე-ტოჩინოშინი (იორიკირი), შოჰოზანი-გაგამარუ (სუკუინაგე).

სატურნირო მდგომარეობა
11-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
10-2: აოიამა (მაეგაშირა 8)
9-3: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ტოჩიოძანი (მ
5), ონოშო (მ 6)... 7-5: ტოჩინოშინი (მ 2)... 3-9: გაგამარუ (მ 16).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტაკაიასუ, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, ტამავაში-ჰოკუტოფუჯი, ტოჩინოშინი-მიტაკეუმი, გაგამარუ-არავაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული