ლევან გორგაძემ სუმოს ელიტაში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა

AutoSharing Option
წელიწადისა და 4 თვის შემდეგ კუნძულ კიუშუს ბაშოზე დაუბრუნდა სუმოს ელიტურ დივიზიონს 27 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი).

ლევანს მუხლის მძიმე ტრავმამ 4 ბაშო (8 თვე) გააცდენინა, შემდეგ კი მან დაკარგული რეიტინგის აღსადგენად ზედიზედ 4 ბაშო მოიგო (44-დან 42 ორთაბრძოლა მოიგო!) და ახლა აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირაა.

ტურნირი ფუკუოკაში კვირას დაიწყო და ლევანმა დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა - მან იაპონელ შოთა ენდოს მოუგო იორიტაოშის ილეთით. ქართველის მომდევნო მეტოქე მე-7 მაეგაშირა სადანოუმი გახლავთ.

მოგებით დაიწყო ბაშო თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ). ჩვენებური ძურიოს დივიზიონის მე-5 ნომერია.
მან ტოსაიუტაკა მძლავი ოშიდაშით დაამარცხა და ახლა ასაჰიშოს ხვდება.

სუმო. კიუშუ ბაშო. 9-23 ნოემბერი
I დღე
(მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-იკიოი (იორიკირი), კაკურიუ-ტაკეკაძე (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-იჩინოჯო (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი (იორიკირი), კისენოსატო-ამინიშიკი (ოშიტაოში), ტაკარაფუჯი-გოეიდო (კატასუკაში), ტოჩინოშინი-ენდო (იორიტაოში).

II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-ტოიოჰიბიკი, ჰაკუჰო-ამინიშიკი, კისენოსატო-იკიოი, გოეიდო-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-აოიამა, ტოჩინოშინი-სადანოუმი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული